ახალი ამბები
ახლა გაიგეთ, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ტარდება?!
..

არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ უნდა ვიხმარო, ზუსტად შეეფერება დღევანდელ სიტუაციას რამდენჯერ ჩაისვარა ოპოზიციამ? - ბევრჯერ, მაგრამ ბოლო პერიოდის highlight ჩასვრებს გავიხსენებ მაშინ, როდესაც ქოცები სრულად პროპორციულს დაგვპირდნენ, ბოლოს ნახევრად პროპორციული შემოგვაჩეჩეს და ოპოზიციამ ეს გამარჯვებად მიიჩნია მაშინ, როდესაც შარლ-მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, ზარზეიმით (რისი ანულირებაც ქოცებმა რამდენიმე თვეში მოახდინეს) მაშინ, როდესაც ერთხმად პარლამენტში შევარდნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილი ჩამოიყვანეს, ამით პოლარიზაციის ხარისხი გაზარდეს, სხვა ოპოზიციური პარტიების არსებობას აზრი დაუკარგეს და ამ ყველაფრით ანტი-მიშა ელექტორატს მოტივაცია გაუჩინეს რომ დაგეშილები მდგარიყვნენ საარჩევნო უბნებთან, რათა ის ე.წ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება არ მომხდარიყო მაშინ, როდესაც პირველი ტურის სავალალო მარცხის შემდეგ მეორე ტურში გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება, იმ იმედით, რომ ვითომ გაიმარჯვებდნენ. აღსანიშნავია და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაცებმა კოალიციური მთავრობის შექმნის ინიციატივა მეორე ტურის წინა პერიოდში გაახმოვანეს, მაქამდე ოპოზიციურ პარტიებს ერთპროცენტიანებს ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავს “მთავარ ოპოზიციურ ძალად მოიხსენიებდნენ”. ანუ ამ ფრაზით ხალხს ეუბნებოდნენ, რო მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ქოცების შეცვლა და სხვა ოპოზიციაზე მიცემული ხმები დაკარგულიაო. არც ნიკა გვარამიას თავდასხმა დამავიწყდება Mishka Qumsishviliზე (არჩევნების წინა დღეს, “მთავარ” ოპოზიციურ მაუწყებელზე) ლამის ანათემას რომ გადასცა იპსოს კვლევის გაკრიტიკებისთვის, იმ იფსოსის, რომელსაც დღეს სასამართლოში თვითონვე უჩივის საბოლოო ჯამში მივიღეთ კიდევ 4 წლიანი რეგრესი, უფრო მეტი უცხოეთში წასული ადამიანი, ნიჰილიზმის და უპერსპექტიობის ჯერ არნახული განცდა ახლა გაიგეთ, რომ საქართველოში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები? გამოსავალი არის და იყო ქუჩა, მორჩა და გათავდა! ბექა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტია
| ბეჭდვა |