ახალი ამბები
დატოვონ ბიძინას ნაყალბევი პარლამენტი
..
"საარჩევნო კოალიცია" თუ რეალურ ბრძოლას აპირებს გამარჯვებისთვის, მისმა წევრებმა დაუყონებლივ უნდა დატოვონ ბიძინას ნაყალბევი პარლამენტი, ასევე დაიწყოს პერმანენტული აქციების ორგანიზება, შემდეგი მოთხოვნებით: ხმების გადათვლა ყველა უბანზე; ვადამდელი, ბუნებრივბარიერიანი საპარლამენტო არჩევნები; სააკაშვილთან მიმართებაში კი, სამართლიანი სასამართლოს გამონაკლისი ფორმის გამოყენება (სტრასბურგის მოსამართლეთა ჩართულობით) და არა სრული გათავისუფლება.. რა თქმა უნდა მკურნალობისა და პატიმრობის ადეკვატური პირობების უზრუნველყოფასთან ერთად.. და არამც და არამც, სრული გათავისუფლება... ვფიქრობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს სრულმასშტაბინი, საერთო ეროვნული პროტესტის ორგანიზება, მასში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ჯგუფისა თუ ადამიანის ჩართულობის მიღწევა, შესაბამისად წარმატების რეალური შანსი გაჩენაც ! ლაშა ჩხარტიშვილი. ლეიბორისტული პარტია
| ბეჭდვა |