ახალი ამბები
ადამიანური ღირსებისგან და სახელმწიფოებრიობისგან გარეცხილი ხარ ციხის ბაცაცობას ამას რომ აკეთებინებ
.. წინა ხელისუფლების დაუძინებელი ოპონენტი ვიყავი, როგორც ჟურნალისტი, მაგრამ პირადად ჩემს თავზე გადავლილი უსამართლობის მიუხედავად ვთვლიდი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის დიდი მიღწევა იყო შავ სამყაროზე, კრიმინალურ სამყაროზე გამარჯვება. და დღეს კრიმინალებთან დაძმაკაცებულები რომ ასეთ კაცს ციხის ბაცაცობას (სხვა ვინ იკადრებდა) აგინებინებ, ყველა ადამიანური ღირსებისგან და სახელმწიფოებრიობისგან გარეცხილი ხარ. უგუნური რომ ხარ და ვერ ხვდები, რომ უკვე აბიბინებულ კრიმინალის ქვეყანაში ეს შენს წინაამდეგ მოქმედებს, ეს ცალკე თემაა და თვითონ იდარდონ. ვის მოუვიდა თავში ასეთი სიბინძურე?!   პ.ს. უკანონო პატიმრები არავინ გამახსენოს _ ძმა მყავდა დიდი აბსურდისთვის დაჭერილი და ჩემი პარტიის ლიდერს სახელმწიფოს ღალატისთვის იჭერდნენ და მაშინ, როცა გამწარებული იმ ხელისუფლების ,,ამოძირკვას" და ,,გადაშენებას" ვნატრობდი, ვერც წარმოვუდგენდი, რომ ესენი და ასეთები ჩაანაცვლებდნენ. ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
FaceBook Twitter Google