ახალი ამბები
ხელისუფლებას სააკაშვილთან პოლიტიკური პრეტენზიები უფრო აქვს
..
შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ,,საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ცხრა წელი მართავდა ქვეყანას და რომელმაც სამწუხაროდ ისე მიიყვანა საქმე, რომ ოლიგარქიას დაუთმო მართვა და ქვეყანასთან ერთად, თვითონაც გახდა მსხვერპლი, მათ შორის თავისი პოლიტიკისაც. მიკვირს რატომ ვერ ვისწავლეთ ქართველებმა მთავარის და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა. იმას კი არ უნდა ვყვიროდეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, თუ პოლიკლინიკაში, იქ ომეპრაზოლით უმკურნალონ თუ ლიდოკაინით, უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს კაცი არის პოლიტპატიმარი და გაათვისუფლონ. მერე თვითონ უნდა საირმეში წავა სამკურნალოდ და უნდა მრავაპროფილურ კლინიკაში და თუ არის კითხვები მისი მიმართ, პასუხს სასამართლოზე გასცემს. საპროცესო კოდექსში არის შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის შეცვლას, გადავადებას კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ხელისუფლებას მასთან პოლიტიკური პრეტენზიებიც აქვს და როგორც ჩანს, ეს არის მთავარი. მასთან რომ ყოფილიყო სამართლებრივ-კრიმინალური პრეტენზიები, როცა პოროშენკი ეხვეწებოდა მიღეთთო გამოძევებული სააკაშვილი და ამათმა რომ მოიკლეს თავი, დაკეტეს საჰაერო სივრცე, არიქა არ გაგვაკაროთო, იქ გამოჩნდა რომ მთავარი პოლიტიკური მოტივაციაა და არა კრიმინალური, ამიტომ ასე უნდა მოხდეს გადაწყვეტა: უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და გასცეს პასუხი სამართლებრივ საკითხს და პოლიტიკურ ოპონენტებს. ,,საჯარო პოლიტიკა“
| ბეჭდვა |