ახალი ამბები
შარლ მიშელის ნაკვალევზე, ანუ დამარცხების ანატომია

შარლ მიშელის ნაკვალევზე ანუ დამარცხების ანატომია.
დიდი ბაქიბუქის, დაპირება-დაგინების მიუხედავად, ოპოზიციამ ხელი მოაწერა  რა ხელი შარლ მიშელის კაპიტულაციას და შევარდა ნაყალბევ პარლამენტში მაშინ გაიყიდა ხალხიც და გამარჯვებაც. ზოგმა რეფერენდუმიო, ზოგმა გაწიკწიკებული კოდექსი, ზოგმა კონსტიტუციური ცვლილებები და ათასი სხვა მოტივი, ხალხის გასაბითურებლად. და რაც მთავარია ყველაფერი ეს გამარჯვებად საღდებოდა, ისევე როგორც თვითმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურების მასკარადი.
შედეგიც შესაბამისი დადგა: მიტაცებული  ქვეყანა, გაუბედურებული, ერთმანეთს დაპირისპირებული ხალხი და ტრაგედიად ქცეული რეალობა. სანამ, ამრჩევი და არჩეულიც პრინციპებისა და იდეის ერთგული არ იქნება, მანამდე მოგვიწევს "საბიძინაოში" სულის ღაფვა.

P. S. "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა."


გიორგი გუგავა

FaceBook Twitter Google