ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის მიერ მურმან ლებანიძის ლექსის წაკითხვისთვის ლეიბორისტებს ფულს სძალავენ
..
დღეს, ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი შპს ,, ჯი ემ აი"- ის და მისი დირექტორის ზურაბ ბეჟაშვილის მიმართ, ფულის გამოძალვის მცდელობისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. აღნიშნული კომპანია, რომელიც სუსის სტრუქტურაა, უკვე მესამე თვეა ხელისუფლების დავალებით, ლეიბორისტულ პარტიაზე ახორციელებს ფინანსურ შანტაჟს. ,,ჯი ემ აი" წინასაარჩევნო 24 წამიან რეკლამაში, შალვა ნათელაშვილის მიერ მურმან ლებანიძის ლექსის წაკითხვისათვის 50 000 დოლარს ითხოვს.
| ბეჭდვა |