ახალი ამბები
ამ ქალბატონს შარლ მიშელის მეორე სერიის გათამაშება აქვს ჩაფიქრებული
..

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეროვნული შერიგების საფარქვეშ სხვა მიზანი აქვს. ამის შესახებ მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

,,რომელი ეროვნული შემრიგებელი ეს ქალბატონია, რომელსაც  ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?! მას უნდა შარლ მიშელის მეორე სერია გაითამაშოს. პირველ სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში, მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელმაც ივანიშვილი სრულ გაკოტრებას გადაარჩინა _ შეიქმნა მრავალპარტიული პარლამენტი და  რომელიც დღეს ფარატინა ქაღალდად იქცა.  ახლა დაწყებული აქვს მეორე სერია, ასევე რუსი ოლიგარქის დავალებით, რომელიც ითვალისწინებს არა ეროვნულ შერიგებას, ქვეყნის წინსვლას და ჩვენს გამოყვანას იმ საშინელი კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანეს და რომელმაც დაცალ ქვეყანა,  არამედ გათვლილი აქვს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიები და ის, რაც გააკეთეს ხელისუფლების უზურპაციით, შერჩეთ  და შეიტყაპუნონ, ამჯერად, ეროვნული შერიგების აქტებით და დეკლარაციებით. „ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

| ბეჭდვა |