ახალი ამბები
ის ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გლადიატორია
.. კახა კუჭავას თანამდებობის დატოვებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა. ,,ჭორვილ-უხუცესის ნებით მონღოლთა ლაშქარს თავის დროზე ჩამორჩენილი ესკიმოსის შთამომავალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. გაიხარე ერო ინტერ-ბედნიერო! ახლა სერიოზულად: ეს სუბიექტი ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გლადიატორია. სწორედ მან მოამზადა კანონი ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე, ისაა მრავალპარტიული სისტემის დაუძინებელი მტერი, სწორედ მას უკავშირდება პოლიტიკურ გაერთიანებათა დატოვება საბაზისო, სამივლინებო დაფინანსების გარეშე, რამაც მილიარდერის სატელიტად აქცია მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები, დანარჩენებს კი გამოაცალა მილიონებთან კონკურენციაში არსებობის საშუალება. პოლიტიკაში მოსვლამდე გერმანული გრანტების ჭამით იყო დაკავებული, რასაც გერმანელები დღემდე მთელ საქართველოზე დახმარებად და ინვესტიციად გვითვლიან. ამ სუბიექტის მოსვლით რეპრესიები მთლიანად ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება რეჟიმის პრომოსკოვური ფრთა. ვფიქრობ მიგვაქანებენ ახალ რუსულ-თურქულ-ირანულ ალიანსში." - შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |