ახალი ამბები
რაღად გვინდა პროფესიონალები? აგერ წმინდა ბიძინას სასწავლებელი და მისი ჯანი
..
,,რაც ქვეყანაში ამ ნგრევის წლებს გადაურჩა, ეს ჩვენი საამაყო ექიმთა ელიტარული ფენაა და ამ ფონზე ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა მედიცინასთან შორს მყოფი, ,,ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების განყოფილებაში გამოზრდილი აზარაშვილი რათა ჩვენგან წამოკრეფილი ექვსი მილიარდი ისევ ოლიგარქიული ოჯახის განკარგულებაში დარჩეს სრულად. თავდაცვის მინისტრიც იგივე ბანკის პლასტიკური ბარათების სტრუქტურაშია აღზრდილი. რაღად გვინდა პროფესიონალები ან ჰარვარდი? აგერ წმინდა ბიძინას სასწავლებელი და იმის ჯანი. გიხაროდეს ერო ბედნიერო." _ ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ჯანდაცვის მინისტრად ,,ქართუს" ყოფილი თანამშრომლის ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას. აზარაშვილი აქამდე თავდაცვის მნინისტრის მოადგილედ მუშაობდა
| ბეჭდვა |