ახალი ამბები
თავისუფლების შეზღუდვა მარტო საკანში არ ხდება
.. ლეიბორისტების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის მიხეილ ქუმსიშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც გუშინ სემეკთან აქციისას დააკავეს, იანვარში გადაიდო. მიხეილ ქუმსიშვილი: _ ერთს მივხვდი იზოლატორში - არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი, ხოლო თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ საკანში როდის ხდება. მონობაში ცხოვრების ტოლფასია, როდესაც შენ არაფერს გეკითხებიან ისე განკარგავენ შენს ბედს - გიზრდიან გადასახადებს, არ გიშვებენ საჯარო სხდომებზე, გაკავებენ უკანონოდ, გიზღუდავენ კანონით მინიჭებულ უფლებებს და ა.შ. თან გვექცევიან როგორც მონებს, თანაც ჩვენ გვჯერა რომ თავისუფალი ხალხი ვართ ხოდა მეტი ბრძოლაა საჭირო, სანამ ბოლომდე აგვყარეს უკანასკნელი უფლებებიც. ვისაც გაქვთ ამის ძალა, იანვრიდან ვაპირებთ ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით აქტიურ წინააღმდეგობას და შემოგვიერთდით. როგორც ხედავთ, დენის ტარიფი ვერ გააძვირეს, ანუ ბრძოლას აქვს აზრი. მანამდე კი ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! ეს წელი ყოფილიყოს პროგრესის და ცვლილებების წელიწადი
| ბეჭდვა |