ახალი ამბები
ის პოლიციელი მოძალადე ხელისუფლების სახე არაა?!
.. რატომ გვიკვირს? რატომ აღვშფოთდით? ახალი მოხდა რამე? უჩვეულო?! ის პოლიციელი სახეა მოძალადე, გათავხედებული, ხელისუფლების. ასე არ ურტყავენ ლახავენ და ამცირებენ ღარიბ ხალხს? ასე არ ეამპარტავნებიან, მე ვარ და ჩემი ნაბადიო? ბრმა, ყრუ და მუნჯი არაა ხალხი, ვინც ამ მდგომარეობას მხოლოდ ჩუმი კვნესით პასუხობს? ასეა არ არიან გატუტუცებული იქ, ,,ზევით" ,,ახლა მე ვარ და რაც მინდა და როგორც მინდა ისე ვიზავს" პრინციპით? იმ პოლიციელის გაგვიკვირდა და მისი დირექტორების, არა? იმ პოლიციელია დასჯას მოვითხოვთ და მისნაირებს და კანტორის ბევრად უარესს უფროსებს ირჩევთ და აფუფუნებთ? იმ პოლიციელს აუცილებლად დასჯიან და შეიძლება ვინმეს თავიც მიაყოლონ, თავის დასაძვრენად, მაგრამ რა მერე? სისტემა, მოძალადე, კორუმპირებული, მჩაგვრელი სისტემა იგივე არ რჩება?! ისევ ძველებურად არ ძალადობს დღესაც, ამ წუთშიც, მშიერ, მცივან, უფლებააყრილ, უსუსურობისა და უიმედობისგან დამუნჯებულ ხალხზე?! ნუ გადაგვაქვს მთელი აქცენტი მხოლოდ იმ მოძალადეზე. სანამ სისტემა არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება! მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ს ი ს ტ ე მ ა! მხოლოდ ხელისუფლებების, თუ ხელისუფლებაში გვარ-სახელების შეცვლა რომ საშველი არაა და მხოლოდ დროებითი ვითომგამოსავალია, ვნახეთ, გამოვცადეთ, ვიცით ! ნინო მეტრეველი. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
| ბეჭდვა |