ახალი ამბები
რეზოლუციაში რუსეთის ხსენების შემთხვევაში ივანიშვილის ქონებიდან და მისი უსაფრთხოებიდან აღარაფერი დარჩებოდა
.. უკრაინისადმი მხარდამჭერ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, სადაც რუსეთი ერთხელაც არაა ნახსენები, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილი: _ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და უკრაინის გამო კაცობრიობა ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, უდიდეს გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების დუმილი და სირაქლემას პოზა, რომელმაც რეზოლუციის პროექტშიც კი ვერ გაბედა მთავარი აგრესორის _ რუსეთის დასახელება, სიტყვიერად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქმე გვაქვს კრემლის ადმინისტრაციის ფილიალთან ამიერკავკასიასა და საქართველოში. სხვა რამ ადრეც არ გვიფიქრია, მაგრამ რეალური მტკიცებულები გამოჩნდა მაშინ, როდესაც უნდა გადაწყდეს რეგიონის და საქართველოს ბედი. ივანიშვილს აქვს დავალება _ საქართველო დააბრუნოს მოსკოვის ორბიტაზე: გაჩუმდეს იმ დროს, როცა საქართველის ბედი წყდება, არ შეუქმნას დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორები ივანიშვილის რეჟიმს. ამ პირობას წარმატებით ასრულებს. როგორც კი რეზოლუციაში რუსეთს ახსენებდნენ, ივანიშვილის ქონებიდან და მისი უსაფრთხოებიდან აღარაფერი დარჩებოდა. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რაც დაემართება უკრაინას, იგივე დაემართება საქართველოს. ამ დროს გაჩუმება და დასახელებული პოზიციის დაკავება ნიშნავს თანამონაწილეობას პუტინის რეჟიმთან, აგრესიას ექსპანსიას ამ უდიდეს ომში, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლობას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიზრდება ჩვენი დაცვის გარანტიებიც საერთაშორისო არენაზე; სწორედ ამის შემდეგ შეწყდება ჩვენი სოფლების შემოღობვა რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ უკრაინის პრეზიდენტის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რომელმაც მოინახულა ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზი და ჩვენი ხელისუფლების სამარცხვნოდ, ვერცერთმა პირმა ვერ გაბედა თან ხლებოდა პრეზიდენტს, რომელმაც სლიდარობა გამოგვიცხდა. ამის შემდეგ რა უნდა გაგვიკვირდეს?! რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველო წყდება თავისი განვითარების დემოკრატიულ ორბიტას. საქართველოს მთავრობა ნებას აძლევს რუს ოკუპანტებს შემოღობონ, გაიტაცონ, მოკლან, დაანგრიონ, დაგვამცირონ ყოველგვარი საპროტესტო რეაქციის გარეშე. ამიტომ, მოსაცილებელია მეოთხე სტადიის სიმსივნე, ივანიშვილის რეჟიმის სახით და ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ.
| ბეჭდვა |