ახალი ამბები
ესაა ოლიგარქიული, ანუ ბატონ-ყმური სამართალი
.. როდესაც კალაძეს 80 ჰექტარს გადაუფორმებენ არსენალის მთაზე, ან ნარმანიას ცოლს 10 ჰექტარს საბადურის ტყეში, ან ღარიბაშვილს ცოლს 6 ათას კვ. მ. ტყეს ბაკურიანში, ივანიშვილს კი მთელ სოლოლაკის ფერდობს, აბასთუმანს და ლამის მთელ საქართველოს ეს ყოფილა თურმე "კანონიერი" და სახალხო ინტერესი, ხოლო თუ უსახლკარო 15 კვ. ქოხმახს აიშენებს უკანონობაა და თავზე უნდა დაამხო. აი ეს არის ოლიგარქიული ანუ ბატონ-ყმური სამართალი. მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ხომ არაა ეს საზოგადოების დიდ ნაწილში, მონური სულისკვეთება? აბა ამათ როგორ ირჩევენ, როგორ ეგუებიან და ემონებიან?!
FaceBook Twitter Google