ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს
.. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგით უპასუხა. შალვა ნათელაშვილი: _ოლიგარქ ივანიშვილის პირადი დიქტატურა იღებს უპრეცედენტო სახეს. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში, პირველად, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას უწყვეტს დეპუტატს იმის გამო, რომ მას გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბების და და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. ჰო ნახეთ როგორ ეშინიათ ჩვენი, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის და ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ივანიშვილი ფრაქცის სახით შეუშვებდა, არ გააყალბებდა არჩევნებს და არ მისცემდა დავალებას, რომ ჩვენი ფეხი პარლამეტში არ ყოფილიყო?! სანამ ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდი, რომ ბოიკოტს ოთხი წელი გავაგრძელებდი, მანამდე გაცდენები საპატიო იყო, უარიც მითხრეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს, რომ დავიწყეთ გამოკითხვა მოსახლეობაში შესვლა-არშესვლაზე, ისე რომ გადაწყვეტილება ჯერ არც გვაქვს მიღებული, იმავ წუთს გამომეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტით, ამჯერად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დონეზე და აპირებენ პარლამენტის სხდომაზე ამის გატანას. ისე იქნება, თუ ასე, ლეიბორისტული პარტია და პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დიდ ქვას დავადგავთ, რომ იქიდან არასოდეს პატარა ბიძინებიც კი არ ამოძვრნენ და საქართველოს მომავალი არ გაამრუდონ. ამას ვპირდები ოლიგარქს, რომელმაც კარგად იცის რომ პარლამენტში ჩემი შესვლის შემთხვევაში პირველი საკითხი რაც იქნება ქვეყნისა და მსოფლიოსთვის გასაგონად ნათქვამი, ეს ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნაა და მადლობა უფალს, ასე რომ ეშინიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, ჩვენი ხალხის გამღატაკლებლებს, მოძალადეებს, რეპრესიების მოთავეებს და დიქტატორებს
FaceBook Twitter Google