ახალი ამბები
,,გააპრავებს" თუ არა პარლამენტი ქადაგიშვილის კანონდარღვევას

..

ეს დედააფეთქეთქებული, კონსტიტუციონალისტი ვარო ბატონმა კობახიძემ და მაგასთან ერთად, იქ ყველა ფუყე თავთავივით რომაა თავაღერებული, მართლა  არცერთმა არ იცის, თუ ფეხებზე ჰკიდია ყველა კანონი და წესი?!

 

იმ ქადაგიშვილმა მაინც ჰო უნდა ჩაიხედოს პარლამენტის რეგლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, რამდენიმე ათასიანი ხელფასით, ამაყად რომ შეწუყვიტა შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო მანდატი, კანონით ასეა და რა ვქნათო? იმ კანონში სხვა რამეც რომ წერია, ეგ როგორაა?

პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლში წერია, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება თუ ის არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო სესიის  სხდომებს, მაგრამ იქვე მერვე პუნქტი იტყობინება: ,,თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.“

2020 წლიდან დღემდე ოთხი სესია იყო პარლამენტში. არცერთ სხდომას შალვა ნათელაშვილი არ დასწრებია (რატომ _ ცნობილია).  თუ პარალმენტის ქოცებმა არ იცოდნენ, პირველი სესია რომ დამთავრდა, რატომ არ მოიკითხა ბატონმა ქადაგიშვილმა რატომ აცდენს პარლამენტის წევრი შალვა ნათელაშვილი სხდომებსო? ერთხელ რატომ არ დაავალა აპარატს, დაურეკეთ და გაარკვიეთო?  კაი, პირველი სესიის  მერე თუ არ მოიკითხა, მეორეზე, მესამეზე? და თუ იცოდნენ და ბოიკოტს საპატიოდ თვლიდნენ ( ასეც უნდა ყოფილიყო), ახლა რა დოზანა ეტაკათ?

არ მჯერა, რომ შალვა ნათელაშვილის შესაძლო შესვლამ პარალმენტში ასე შეაშინა ქოცობა და ასეც რომ იყოს, უკვე სერიოზული ლაფსუსები გაქვთ ბატონო ირაკლი პროცედურებში დაშვებული. თქვენი ვალდებულება_ გაგერკვიათ დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის მიზეზი, არ შეასრულეთ. პოლიტიკური ბოიკოტი რომ სამი სესია საპატიოთ ჩათვალეთ და მხოლოდ მეხუთე სესიის დაწყების წინ მოგეჩვენათ არასაპატიოთ, მას მერე რაც გაკეთდა განცხადება შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შემოსვლაზე, ეს თქვენს პოლიტიკურ შურისძიებაზე არ მეტყველებს? თან ყველანაირ კანონიერ ჩარჩოებში ამოვარდნილ ანგარიშსწორებაზე. თუმცა ვის უკვირს, ჰო?  ვნახოთ,  პარლამენტი ,,გააპრავებს" თუ არა,   საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ამ სერიოზულ დარღვევას.

ამას კი გაასწორებს ევროპული სასამართლო, მაგრამ ქოცების უსამართლო სამართალს რა ეშველება?!.

 

ნინო მეტრეველი

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86