ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის
.. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტკომიტეტმა მიიღო. ,,დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რათა ჩვენ გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ რაც სოცქსელების გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მოითხოვა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებულები ვართ გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს და მზად ვართ შევეიდეთ იმ ფრონტზე, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია, თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ! ისტორიის კანონებით ერთს და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევცვალოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად, იმ.ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცმა რომელიც აქამდეც იმსახურებდა ამას. რომ არა ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკის, რისი მსხვერპლიც არა მარტო დღევანდელობაა, არამედ ჯერ არდაბადებული თაობაც, რადგან ამათგან დაქცეული ქვეყანა, აღებული მილიარდიანი საგარეო ვალები იმ ჯერ არდაბადებულების გადასახდელი იქნება და იმისთავის რომ დამთავრდეს ჟამიანობა, დაჩქარდეს რეჟიმის შეცვლა ჩვენი ხმა იმ პარლამენტში შეიძლება ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ამისთვის მე მზად ვარ, პარტია მზადაა გააკეთოს ყველაფერი“- განაცხადა პოლიტკომიტეტის დამთავრების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა
| ბეჭდვა |