ახალი ამბები
ამ ნაბიჯების გარეშე საქართველოს გადარჩენის შანსი მცირეა
..
შალვა ნათელაშვილი რამდენიმე პუნქტიან გეგმას ასახელებს, რომლითაც ქართლის რუსეთთან შეერთებას ავიცილებთ. შალვა ნათელაშვილი: _ ქართლის რუსეთთან სამუდამო შეერთების საფრთხე ისეთი დიდი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა. ალბათ დავრწმუნდით, რომ განცხადებები ივანიშვილის კრემლთან ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამო მიყიდვის თაობაზე, რეალურია. საქართველოს მთავრობის დუმილი და დიპლომატიური პასუხები ამის დასტურია. იმისათვის, რომ სამუდამოდ არ დავკარგოთ ადგილი, საიდანაც აღმოცენდა ჩვენი სამშობლო, სასწრაფოდაა გასატარებელი შემდეგი ღონისძიებები: 1. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი ჩავიდნენ ნიუორკში და მოითხოვონ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა; 2. მოწვეული იქნას პარლამენტის საგანგებო სესია და მიღებული იქნას რეზოლუცია ქართველი ერის გენოციდზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან; 3. მთავრობამ სასწრაფოდ მიმართოს შესაბამის ინსტანციებს და შეიქმნას ჰააგის ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქართველი ერის გენოციდის გამო, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე; 4. ცხინვალის რეგიონში მომქმედ ყველა თვითმარქვია სეპარატისტზე და რუსეთის სარდლობის წარმომადგენლებზე დაწესდეს ისეთი ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, რომ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ფეხი ვერ დაადგან 5. დაუყონებლივ დავიწყოთ მილაპარაკებები ვაშინგტონთან, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდეს ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება და საქართველოში დაიწყოს ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება. რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ამ ნაბიჯების გარეშე, საქართველოს გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.
| ბეჭდვა |