ახალი ამბები
პოლიტიკური გვამების გამოფენა პარლამენტის წინ

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ახალგაზრდა ლეიბორისტებმა აქცია-პერფორმანსი მიუძღვნეს. მათ პარალმენტის  ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი ჩინოსნების სურათები გამოფინეს.

მამუკა ჯუღელი: ,,აქ ხედავთ პოლიტიკოსების სურათებს, რომლებიც იყვნენ ივანიშვილის ხელისუფლებაში და  ჩვენი ხალხის კუთვნილი მილიონები ჭამეს. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძოს ივანიშვილმა და ეს კორუმპირებულები და უსაქმურები,  როგორც ღარიბაშვილი, ისე დააბრუნის მნიშვნელოვან თანადებობზე. ჩვენი აქციის მიზანია საზოგადოებას შევახსენოთ ეს ხალხი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობები და ის, რომ არსებობს საშიშროება ისინიც დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.“

გიორგი გზირიშვილი: ამ არაჩვეულებრივი გამოფენაზე,  ბიძინა ივანიშვილის გვამი პოლიტიკოსების ფოტოები გამოვფინეთ. საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის. ივანიშვილის იმის გარდა რომ აქვს თარო, სადაც კომპრომატები აქვს შემოდებული და როცა დასჭირდება იყენებს, ასევე შემოდებული აქვს პოლიტიკური გვამები და როცა მის პოლიტიკურ ამბიციებს დასჭირდება, მათაც იყენებს. ამის მაგალითია ღარიბაშვილი. ეს ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოშოირდნენ პოლიტიკიდან.“

გიორგი გიუაშვილი: ,,ჩვენმა ახალგაზრულმა ორგანიზაციამ დროული და სწორი აქცია მოაწყო. საქართველოს დღეს არ ყავს ხელისუფლება. ეს არის ივანიშვილის დანაშაულებრივი ხროვა. ყველა ის კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომლებიც ივანიშვილთან ერთად ხრავდნენ ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ, უნდა ჩავრეცხოთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ერთადერი გამოსავალი ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები, საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებები და კორუმპირებული თამარ ჟვანიას გადაყენებაა.“

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86