ახალი ამბები
ქართული ბიზნესი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გაძლიერებაზეა ორიენტირებული

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეისწავლა შემოწირულობების რაოდენობა პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც ბიზნესიდან (შპს-ებიდან) მოდის. სურათი საკმაოდ შემაშფოთებელი და სავალალო აღმოჩნდა...

ჯამში, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობა 70 შპს-ს აქვს განხორციელებული, საიდანაც 57-მა ქართულ ოცნებას შესწირა 4 915 999 ლარი, ხოლო მის სატელიტ პატრიოტთა ალიანსს კი - 8-მ - 155 420 ლარი! მხოლოდ 5 შპს-ს ეყო იმის გამბედაობა, რომ ოპოზიციური პარტიები გაეძლიერებინა 13 485 ლარის ოდენობით. აქვე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიზნესების მფლობელები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს დაეხმარნენ, თავადვე არიან ამ პარტიის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები.

როგორც ხედავთ, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას არასდროს მიუღია შემოწიურლობა არცერთი შპს-სგან!

აღნიშნული მძიმე მდგომარეობა, მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ბიზნესი ნებით თუ ზეწოლით, ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გაძლიერებაზე, შემდეგ კი თავად ხდება თავისივე ქმნილების მსხვერპლი. გვინდა მოსახლეობას და ბიზნესმენებს ვუთხრათ, რომ სწორედ ბიზნესის მხრიდან მხოლოდ მმართველი პარტიისადმი ასეთი "ხელგაშლილობაა" საფუძველი დღეს ქვეყანაში ერთპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის შექმნისა და არსებული ბიზნეს რეკეტის!

ვიდრე ბიზნესები და ბიზნესმენები ორიენტურებულები იქნებით მხოლოდ ერთი, მმართველი პარტიის გაძლიერებაზე და მათთვის მეტი ძალაუფლების გადაცემაზე, მანამდე ვერ შეიქმნება ქვეყანაში თავისუფალი ბიზნეს გარემო და მანამდე არ იქნება დაცული თქვენი და თქვენი ბიზნესის უფლებები! ვიდრე არ დაიწყებთ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას და არ შეუწყობთ ხელს მათ გაძლიერებას, მუდმივად უნდა ელოდოთ ხელისუფლებისაგან ახალ ზეწოლას!

 

✅ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეისწავლა შემოწირულობების რაოდენობა პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიბიზნესიდან (შპს-ებიდან) მოდის. სურათი საკმაოდ შემაშფოთებელი და სავალალო აღმოჩნდა...

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86