ახალგაზრდული ორგანიზაცია
,,ტაქსის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია იმართება 27 მარტს, 14:30-ზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ”
ბექა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი:
_ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და ომის ვეტერანები 22 ლარს იღებენ ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოსგან, ახალგაზრდებს ყარაულებად ამუშავებენ ანაზღაურების გარეშე, დეფაქტო საზღვარზე არც ჯარი დგას, არც პოლიცია, სუსის უფროსად ივანიშვილის დაცვის უფროსია დანიშნული და ეს სუსი დაკავებულია პოლიტიკოსების თვალთვალით და მოსმენით, კვირაში ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ გატაცებებს აღარ ვიტყვი, ბორჯომში ხანძარი გაჩნდა და ერთი ვერტმფრენი ვერ ააფრინეს, იმიტომ რომ არ გვყავს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?
დღეს ტაქსში ვიჯექი და ტაქსისტმა თქვა: რაც ხალხია, ის არის ხელისუფლებაო და ამიტომაც ვართ ასეთ დღეშიო. ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ ქართველი რისი ქართველია თუ გარემო პირობებს არ დააბრალა ყველაფერი?
ხოდა, რას ვამბობდი, ტაქსის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია იმართება 27 მარტს, 14:30-ზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. კარგი იქნება თუ მოხვალთ და მარტო იმას არ გააპროტესტებთ, რისი გაპროტესტებაც მოდაშია.


წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები