ახალგაზრდული ორგანიზაცია
სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს მაგრამ სხვა ფორმით!
სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს მაგრამ სხვა ფორმით!

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: გიორგი გზირიშვილი და ზაზა კორთხონჯია ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე“ გადაცემა ,,პირველ აუდიტორია’’_ ში
გიორგი გზირიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა იძულებულს გვხდის ორინეტირებულნი ვიყოთ სამხედრო თავდაცვაზე , ვინაიდან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ყოველდღიურად სახელმწიფო და მოქალაქეები ვიმყოფებით ფიზიკური განადგურების საფრთხეში. ამიტომ აუცილბელად უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. უნდა ვიმსჯელოთ მის ეფექტურობაზე და არა მის არსებობა - არარსებობაზე. დღეს სამხედრო სავალდებულო სამსახური, არსებული სისტემით, ვერ პასუხობს იმ იდეას, რის გამოც შეიქმნა ეს ინსტიტუტი. თავდაცვისუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს დაცვის პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულების გუშაგობა. ჩვენ გვჭირდება სრულიად სხვაგვარი სისტემა, სადაც წვევამდელები მიიღებენ სტრატეგიულ სამხედრო ცოდნასა და საბრძოლო უნარებს, რომელსაც ეფექტური შედეგი ექნება საჭიროების შემტხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში. სახელმწიფომ უნდა მოარგოს მოქალაქეებს სავალდებულო სამსახური და უნდა გაითვალისწინოს თითოეული მათგანის მდგომარეობა, ამიტომ საჭიროა მინიმალურ დროში მაქსიმალური ეფექტის მომცემი სტრატეგია .

ზაზა კორთხონჯია :ქვეყანაში არსებლი გეოპოლიტიკურ საფთხეებიდან გამომდინარე და იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუმცა, არავინ დავობს, რომ ჯარში არსებული სისტემა მანკიერია და საჭიროებს მოდერნიზებას. წვევამდელების 75% გადანაწილებულები არიან შსს და სასჯელაღსრულების სამინისტროს გასამხედროებულ უწყებებში, სადაც ისინი ვერ იღებენ იმ მინიმალურ სამხედრო უნარ - ჩვევებსაც, რაც სჭირდებათ. აქედან ამოსავალი არის შსს და სასჯელაღსრულების გასამხედროებული უწყებების გაუქმება და სამხედრო წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის თორმეტიდან ექვს თვემდე შემცირება.
| ბეჭდვა |