ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი !

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილებელი აქციის ფონზე წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შრომის ინსპექციის რეალური ამოქმედება 1 სექტემბრის ნაცვლად, 15 მაისიდან უნდა დაიწყოს, ხოლო შრომის უსაფთხოების ნორმების დარღვევის გამო სანცქიცების ოდენობა უნდა გახუთმაგდეს !
შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით, პარალელურ რეჟიმში „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლება გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: დაუყონებლივ უნდა დასრულდეს ომი მშრომელებთან და შეიცვალოს ვითარება, როცა გასულ რამდენიმე წელიწადში რუსეთთან აგვისტოს ომში დაღუპულ 408 ადამინზე მეტი, 418 იღუპება სამუშაო ადგილებზე. პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს ჩვენს მიერ მომზადებული მომზადებული კანონპროექტი და რითაც წერტილი დაუსვას გვამებით ვაჭრობას ! დაუშვებელია კიდევ 4 თვენახევარი არ ამუშავდეს შრომის ინსპექცია და კიდევ ათობით ადამიანი შეეწიროს ივანიშვილისა და მისი პოლიტ–ბიზნეს პარტნიორების კორუფციულ სიხარბეს.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მამუკა ჯუღელმა კი აღნიშნა, რომ: პარლამენტის მიერ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაცილებით მწვავე აქცია, უკვე პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
| ბეჭდვა |