ახალი ამბები
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიმართვა განათლების მინისტრს
რუსი ე.წ. მესაზღვრეების უნამუსობას აღარ აქვს საზღვრები - ენგურის ხიდზე არ უშვებენ აბიტურიენტებს რათა მიიღონ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ დღეს მივმართეთ განათლების სამინისტროს, უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დამატებითი გამოცდების დანიშვნა და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ადამიანებს რომ არ შეექმნათ პრობლემები ე.წ. საზღვარზე. აფხაზეთში მაცხოვრებელი ახალგაზრდების მეტი ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან და მათთან ურთიერთობების გაღრმავება არის ყველაზე ეფექტური საშუალება, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივების არსებობისთვის!
| ბეჭდვა |