ახალი ამბები
სირცხვილისა და პოლიციისადმი უნდობლობის გამო ხშირად მსხვერპლი მომხდარს არ ასაჯაროებს

"საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 405 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017-2016 წლებში ეს რიცხვი 336-339ს შეადგენდა, სამწუხაროდ ეს რიცხვები რეალური შედეგის მესამედსაც არ ასახავს, მაგრამ აშკარაა რომ წლიდან წლამდე ეს რიცხვი იზრდება. უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლი არ ამჟღავნებს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიში, სირცხვილი ან პოლიციისადმი უნდობლობა.
ყველაფერი ამის ფონზე კი საქართველოს პრეზიდენტი იწყალებს პედოფილიაში დამნაშავე მსჯავრდებულს და მას ვადაზე ადრე ათავისუფლებს. ამასთან დაკავშირებით კი ქალბატონ პრეზიდენტს ახსნა-განმარტების მიცემაც კი არ სურს საზოგადოებისთვის. ეს საკითხი გახდა მწვავე რეაგირების საგანი, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის მხრიდანაც, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც წარმოდგენილი იყო ფოტოები და სტატისტიკები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს და არც ერთი მოძალადე არ დარჩება დაუსჯელი, ხოლო მსგავსი დანაშაულისთვის დაპატიმრებულ პირებს შეწყალება არ შეეხებათ.
ამ კვირის ყველაზე გახმაურებული თემა სწორედ ასეთ საქმეს უკავშირდება, თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ქალის ნაამბობის მიხედვით დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მან თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, უარის შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა.
ჯერ ჯერობით დეპუტატი არ არის დაპატიმრებული და არ ყოფილა საქმეზე მყისიერი რეაგირება, თუმცა როგორც შსს ში აცხადებენ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, დეპუტატი ჯერ ჯერობით ჯანმრთელობის გაუარესებას იმიზეზებს და დაკითხვაზე ვერ ცხადდება. პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ სამართლებრივად დაისაჯოს მოძალადე და არავითარ შემთხვევაში არ დარჩეს რეაგირების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებას სხვა მოძალადეებში." -  სოფო მაისურაძე,  ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი
FaceBook Twitter Google
ვიდეოები