ახალი ამბები
,,ეს მარტო მე მგონია პრობლემა? – სამუშაო საათებში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მაგარი ქეიფი და კონიაკის სმა მიდის…”
მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბირისტული პარტიიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ როდესაც საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ, ვცდილობთ, ჩვენ თავად მოვირგოთ ეს ფუნქციები. ვუყურებ ახლა ილია ჯიშკარიანს ტვ პირველზე და ვცდილობ, ორივე მხარის გადმოსახედიდან შევხედო საქმეს. ვნატრულობ, ნეტავ მქონდეს ნდობა გამოძიების მიმართ და ვიცოდე, რომ ის არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. არ მომიწევდა მე თავის მტვრევა იმაზე, თუ ვინ არის მოძალადე და ვინ მსხვერპლი, მაგრამ რომელ ნდობაზეა საუბარი – ჩვენ ყველა ვადევნებთ თვალყურს ბოლო დღეების განმავლობაში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებს პარლამენტში, მიდი და ენდე ახლა ასეთებს. სამწუხაროდ, პროკურატურასა და სასამართლოს იმდენად აქვს სახელი გატეხილი (საფუძვლიანად), რომ მათი დასკვნა და განაჩენი ჩემთვის პირადად არაფერს ნიშნავს. საერთოდ არ გამიკვირდება ქართული ოცნების ზონდერ-დეპუტატი მოძალადეც რომ იყოს, სხვა ყველაფერ უბედურებასთან ერთად, თუმცა ისიც დაშვებული მაქვს, რომ ერთი შეხედვით დაზარალებული მხარე, მთლად დაზარალებულიც არ აღმოჩნდეს (ბევრად დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც). მაგრამ ფაქტი ერთია – სანამ არ შევქმნით დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ქვეყანაში, ვისხდებით ხალხი ასე ტელევიზორების ეკრანებთან და ჩვენ შევეცდებით მოსამართლეობასაც და პროკურორობასაც, რადგან შესაბამისი ორგანოსგან ამის მოლოდინი არ გვექნება.
პ.ს. ორივე მხარე სხვადასხვა სცენარს ყვება, მაგრამ ერთ რამეზე ორივე თანხმდება ზედმეტი კითხვების გარეშე: სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მაგარი ქეიფი და კონიაკის სმა მიდის, სადაც ხალხი თვრება. ეს მარტო მე მგონია პრობლემა?

კომენტარები
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86