ახალი ამბები
ქუთაისელი ლეიბორისტები სტუდენტებისთვის მგზავრიბის ღირებულების განახევრებას მოითხოვენ


დაწესდეს 50%-იანი შეღავათი სამგზავრო ტარიფზე სტუდენტებისათვის!

ამ მოთხოვნით ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწო!

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ თავიანთი ინიციატივა გააცნეს. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, შეგროვდა ხელმოწერები, დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა სტუდენტთაგან და ამ ინიციატივის წარდგენა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ასევე დაგეგმილია შემდგომში სხვა სახის აქციების გამართვა, რათა ინიციატივა სისრულეში იქნას მოყვანილი. 2020 წლიდან, როგორც ქუთაისის მერიამ დაანონსა, ქუთაისში ტრანსპორტი გახდება მუნიციპალური და შემოყვანილ იქნება ახალი ავტობუსები. ლეიბორისტული პარტიის ორგანიზაციის წევრების განცხადებით კი 2020 წლიდან აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, აღჭურვოს ახალი ტრანსპორტი თანამედროვე საბარათო გადახდის სიტემით და დააწესოს შეღავათი სტუდენტებზე, ანალოგიურად თბილისისა, სადაც ასევე მოქმედებს 50%-იანი შეღავათი სტუდენტებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტში. ინიცატივამ სტუდენტებისგან დიდი მხადაჭერა დაიმსახურა და გამოთქვეს სურვილი შემდგომ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისა. საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარე კვირაში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
| ბეჭდვა |