ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია აზარტული თამაშების სექტორის დარეგულირების მიზნით ფართომასშტაბიან სახალხო კამპანიას აანონსებს



ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია აზარტული თამაშების სექტორის დარეგულირების მიზნით ფართომასშტაბიან სახალხო კამპანიას აანონსებს.



კამპანიის მიზანი იქნება პარლამენტის მიერ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც:

აკრძალავს აზარტული თამაშების რეკლამირებისა და პროპაგანდის ნებისმიერ ფორმას

მოახდენს ამ სფეროში არასრულწლოვანთა ჩართვის მინიმიზაციასა და პრევენციას

აუკრძალავს კაზინოებს დასახლებულ პუნქტებში ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას სპეციალურად შექმნილ ზონაში ქალაქებიდან მოშორებით

აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის საშუალება აქვს ნებისმიერ მსურველს, რომელიც იზიარებს მის შინაარსსა და მიზნებს. დამატებითი
ინფორმაციისათვის გაწევრიანდით თემატურ ჯგუფში:

https://www.facebook.com/groups/521485111999757/

 

| ბეჭდვა |