ახალი ამბები
დასრულდეს მონობა "სპარში"!


ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობისა და საკარანტინო პერიოდის პარალელურად სააქციო საზოგადოება ფუდმარტმა (ს/კ 404460187), რომლის ერთ-ერთი სავაჭრო მარკაც არის "სპარი" , მიღო მონობისა და დისკრიმინაციის უპრეცენდენტო მოვლენა! მან სამუშაო საათები არასაკარნტინე პერიოდში სასურსათო მაღაზიის სრული დროით სარგებლობის მოტივით სამუშაო საათები გაზარდა 06:00-დან 21:00-მდე.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, კი ამ მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანები აღმოჩნდნენ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი და ასევე ირღვევა დასაქმებულთა შრომითი უფლებები, კერძოდ მათ:

ვინაიდან 21:00 საათის შემდეგ აკრძალულია გადაადგილება, მათ უწევთ იძულებით ღამე გაათიონ სამუშაო სივრცეში გამოკეტილებმა;
დამსაქმებლები აიძლებენ იმუშაონ კვირაში 60 საათი, მაშინ როცა კანონით სამუშაო პერიოდის მაქსიმუმ შეადგენს 45 საათს;
ვინაიდან არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, დასაქმებულ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილების ხარჯები აანაზღაურონ საკუთარი ხელფასიდან;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს მოსახლებასთან ერთად ითხოვს საქართველოს მთავრობისაგან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას! სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული მონობისა და დისკრიმინაციის უპრეცენდენტო მოვლენის შესწავლა და გატარდეს ყველა აუცილებელი ზომა რათა დასაქმებულთა ყველა ზემოთ შელახული უფლება იქნას აღდგენილი!

აღნიშნული მოთხოვნა ხელმოწერებთან ერთად გადაეგზავნება სპარის ცენტრალურ ოფისს ჰოლანდიაში, კომპანიას რომლისგანაც ფრანჩაიზინგი აქვს შეძენილი ქართულ მხარეს.


წყარო: https://manifest.ge
FaceBook Twitter Google
ვიდეოები