ახალი ამბები
საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ მაღაზიათა ქსელ "სპარს" დღეს გამართულ ღონისძიებაზე წაუყენა ულტიმატუმი და მისცა ვადა დღის ბოლომდე

საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ მაღაზიათა ქსელ "სპარს" დღეს გამართულ ღონისძიებაზე წაუყენა ულტიმატუმი და მისცა ვადა დღის ბოლომდე, რათა აღმოფხვრას ყველა ის დარღვევა, რომელიც დასაქმებულთა შრომის უფლებებს უხეშად არღვევს, კერძოდ:

აუნაზღაუროს თანამშრომლებს თანხა ნამუშევარი საათების შესაბამისად! (აქამდე უწესებდნენ 14 საათიან სამუშაო გრაფიკს, ხოლო ხელფასს უხდიდნენ 12 საათისას)
ზეგანაკვეთურ სამუშაოზე მისცენ ორმაგი ხელფასი!
ღამის ცვლებს შორის დაუწესონ მინიმუმ 12 საათიანი შუალედი დასვენებისთვის (როგორც ამას შრომის კოდექსი ავალდებულებთ).
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვების გამო, თავად უზრუნველყონ თანამშრომლების ტრანსპორტირება!

თუ 9 აპრილის დილიდან "სპარის" ადმინისტრაცია საკუთარ თანამშრომლებს არ დაუკმაყოფილებს ჩამოთვლილ პირობებს, ლეიბორისტული პარტია ათასობით თანამოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას გადაგზავნის "სპარის" სათაო ოფისში, ნიდერლანდებში.
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86