ახალი ამბები
გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ პოლიცია ასრულებს ხელისუფლების პირადი დაცვის ფუნქციას

,,გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ პოლიცია ასრულებს ხელისუფლების პირადი დაცვის ფუნქციას:
  1. ჯერ ახალგაზრდები არ შეგვიშვეს მზიურში, სადაც კალაძე, გახარია და სხვა ქოცები იმყოფებოდნენ. თქვენსავე უსაფრთხოებას ვიცავთ და ამიტომ არ გიშვებთო, თითქოს კალაძისგან მორიგი ფიზიკური თავდასხმა იყო მოსალოდნელი. უკანონოდ შეგვიზღუდეს გადაადგილების თავისუფლება საჯარო სივრცეში და ასევე გამოხატვის თავისუფლება!
  2. როდესაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე შეგვეჩეხა შესასვლელში, პოლიციამ მასთან ლაპარაკის საშუალებაც კი არ მოგვცა. პირადი დაცვა როგორც უქმნის ხოლმე კორიდორს პრეზიდენტებს და არ აძლევს მოქალაქეებს მასთან მიახლოების საშუალებას, ასე მოიქცა საპატრულო პოლიცია, თითქოს ჩვენგან რაიმე საფრთხე იყო მოსალოდნელი.
  3. ოცნების ახალგაზრდულის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან - ოთო რაჭველიშვილთანაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, არ მომცეს ლაპარაკის საშუალება. პოლიციამ უბრალოდ მომკიდა ხელი და გამომიყვანა გვერდით, მაშინ როდესაც ძალიან ჩვეულებრივად, ცივილურად ვლაპარაკობდით.
  4. არაერთხელ მოვისმინეთ პოლიციელებისგან ცინიზმი და დამცინავი ტონი. ჯერ იყო და შიგნით ხომ არ გვიშვებდნენ, ხოლო როცა ღონისძიება დამთავრდა და ხალხი გამოდიოდა, მიდით ეხლა შედითო, რაღას დგახართ აქო. თითქოს მზიურში სასეირნოთ ვიყავით მოსულები...

    იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანა გადაგვარებულია და ერთი ნაბიჯი გვაკლია იმისგან, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ბოლომდე ჩამოგვენგრეს თავზე. სამართალდამცველები იცავენ არა სამართალს და კანონს, არამედ კონკრეტულ ჩინოვნიკებს. პოლიცია მთლიანად პოლიტიზირებულია და ძალიან ბუნებრივად, უკვე ინსტიქტების დონეზე კანონის ნაცვლად იცავს სახელისუფლებო ინტერესებს. არათუ მივდივართ წინ, არამედ ინერციით მივექანებით უფსკრულისკენ, თუკი რაიმე მესმის პოლიტიკაში, ვამბობ რომ ყველა ერთიანად გადავიჩეხებით თუ ცვლილებები არ მოვახდინეთმიშა ქუმშიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი
| ბეჭდვა |