ახალი ამბები
ქუთაისელმა ახალგაზრდა ლეიბორისტებმა რიონის დაბინძურება გააპროტესტეს!

" ვიწრო ქუჩაა და ურნები იმიტომ ვერ დავდგით" - ქუთაისის მერია

იმის მაგივრად რომ მოსახლეობას ბოდიში მოუხადონ, პირიქით ურცხვად ადანაშაულებენ მწვანეყვავილას მცხოვრებლებს და თვითშეგნების ამაღლებისკენ მოუწოდებენ.
კვირაში ერთხელ დადის მანქანა და ზარის რეჟიმში აგროვებს ნაგავს, არადა წესით 21 ე საუკუნეში ვცხოვრობთ და 2020 წელი არის.
  • დღეს გავაპროტესტეთ მწვანეყვავილას ქუჩაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელი.
  • მდინარე რიონის სანაპირო გადაქცეულია ეკოლოგიურ კატასტროფად, ნაგავი ნაპირიდან პირდაპირ მდინარეში ჩადის, სრული ანტისანიტარია და ეს ყველა გამოწვეულია ხსენებულ ქუჩაზე სანაგვე ურნების არ არსებობით.
გამომდინარე აქედან წლების მანძილზე ხდებოდა ნაგვის დაყრა და დაგროვება.
  • ვითხოვთ ქუთაისის მერიისგან ტერიტორიის დასუფთავებას და სანაგვე ურნების დადგმას.
დღეს ჩვენ მერიაში შევიტანეთ ოფიციალური განცხადება წერილობითი ფორმით და 2 კვირის ვადას ვაძლევთ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ თემაზე რეაგირებისთვის.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში გადავალთ ქმედით ნაბიჯებზე
| ბეჭდვა |