07.08.2020
ლეიბორისტულმა პარტიამ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად
მოძრაობა ,,გაბედეს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბექა ნათელაშვილი
მცხეთაში, მერიასთან წარადგინა.
წარდგენის ტერიტორია სიმბოლურია. ერთი წლის წინ, მცხეთის დღევანდელ
მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მისულ ახალგაზრდა
ლეიბორისტებს ,,ქართულმა ოცნებმა" მერიის თანამშრომლები ფიზიკურად
დაუპირისპირა.