16.10.2019
დაწესდეს 50%-იანი შეღავათი სამგზავრო ტარიფზე სტუდენტებისათვის!
ამ მოთხოვნით ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ახალგაზრდულმა
ორგანიზაციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწო!
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის
წევრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
და მათ თავიანთი ინიციატივა გააცნეს. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის
იყო, შეგროვდა ხელმოწერები, დაიგეგმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა
სტუდენტთაგან და ამ ინიციატივის წარდგენა ადგილობრივ
თვითმმართველობაში.