პროგრამა
დიდგორის დეკლარაცია 2016 წელი
დიდგორის დეკლარაცია
2016 წელი
ეროვნული იდეოლოგიის შესახებ
ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისთვის სახელმწიფოებრივი იდეოლოგიური ფონის მომზადება, როგორც საშინაო ასევე, საერთაშოროსო ასპარეზზე.
ქართული სახელმწიფო დაეფუძნება ეროვნულ-ქრისტიანულ, ტოლერანტულ ღირებულებებს, სადაც ყველა ეროვნების, ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის მიმდევართა უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
სახელმწიფო ზრუნვის მთავარი ფენომენი გახდება ოჯახი. წახალისდება მრავალშვილიანობა, ახალ დაქორწინებულები ისარგებლებენ ფართო შეღავათებით საგადასახადო, საბინაო, სოციალური და სხვა მიმართულებით.
ქართული ენა, ფორმალური სტატუსიდან გადაიქცევა რეალურ სახელმწიფო ენად. სისტემატიურად გატარდება მისი გამდიდრების, განვითარების, ენობრივი სიწმინდის დაცვის სახელმწიფო ღონისძიებები. მსოფლიო მასშტაბით, ქართველთა განსახლების ადგილებში გაიხსნება ქართული სკოლები, ჯგუფები, საკვირაო სკოლები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება კვალიფიციური პედაგოგებით.
განათლება გახდება სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. უმაღლეს სასწავლებლებს დაუბრუნდება ყველა სტუდენტი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება უმაღლესი განათლების - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის დაფინანსება. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში აღდგება სტიპენდიები.
ქრისტიანობა, კულტურა, წინაპართა ამაღლებული ტრადიციები, უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობა გახდება მომავალი თაობის აღზრდისა და საერთო საზოგადოებრივი სულიერი ბაზისი. ყოველმხრივ შეეწყობა ხელი ისეთ საეკლესიო რეფორმებს, რაც ერსა და ბერს მჭიდროდ დაახლოებს ერთმანეთთან.
მთელ მსოფლიოში გაიშლება ფართო პროპაგანდისტული, სარეკლამო მუშაობა საქართველოს უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალის ფართოდ გასაცნობად.
დავამკვიდრებთ ეროვნულ-სოციალურ სამართლიანობას, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი საშუალება ექნება, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა.
ჩვენ დიდგორის მემკვიდრეები ვართ!
ჩვენ დავითის გზით ვივლით!
საქართველოს ლეიბორისტული პარტია

FaceBook Twitter Google
ვიდეოები