ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები

საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები

(2018 წ) პოლიტიკური რეფორმა


>ვადანდელი საპარლამენტო არჩევნები

> დემოკრატიული, სამართლიანი გზით აირჩევა მრავალპარტიული პარლამენტი. > იქნება პროფესიონალი, ზნეობრივი, პატრიოტული ნიშნით დაკომპლექტებული სახალხო კოალიციური მთავრობა.
> გატარდება საკონსტიტუციო ცვლილებები _ საქართველოს პრეზიდენტს კვლავ აირჩევს ხალხი; გაფართოვდება პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები, რათა ის იყოს ქვეყნის რეალური სახე და არა რომელიმე არაფორმალური, კრიმინალური მმართველის პოლიტიკური მონა.
> მოხდება სრულიად პოლიტიკური ელიტის კორუფციული ლუსტრაცია.
> პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია. არცერთი მილიონერ-მილიარდელი პოლიტიკაში, არცერთი პოლიტიკოსი ბიზნესში.
> აქტიურად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი და მუდმივად იქნება ქართველთა გენოციდის მხილება საერთაშორისო ასპარეზზე.
> საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდება სოხუმი.
> კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ხაზთან, მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, ეფექტურად ამოქმედდება ყველა სახელმწიფო ბერკეტი.
> საქართველო გახდება რეგიონის კულტურული, საერთაშორისო, პოლიტიკური და დიპლომატიური ცენტრი.
> მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან _ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდება ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, რაც უზრუნვლყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და დააჩქარებს დეოკუპაციის პროცესს.
> შესრულდება ევროკავშირში გასაწევრიანებელად საჭირო აუცილებელი მოთხოვნები, რაც დააჩქარებს ამ სტრუქტურაში ჩვენს მიღებას.
> ნატოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, ამ ეტაპზე არსებული ფორმატით.

დემოკრატია და ადამიანის უფლებები
> ყველა რელიგიური, ეროვნული და სხვა უმცირესობა თანასწორია კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც უმრავლესობის.
> უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები.
> მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარდება რეფერენდუმი, ან პლებისციტი.


შრომის უფლებები, პენსია
> დაცული იქნება მოქალაქეთა სოციალური თანასწორობის პრინციპი.
> შეიქმნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი შრომის კანონმდებლობა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.
>უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა დასაქმება , უმუშევრებზე გაიცემა კომპენსაცია.
> მკაცრად იქნება დაცული დასაქმებულის უფლებები და შრომის უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც მკაცრად გააკონტროლებს სპეციალური ინსპექცია.
> პენსიონერებს, არსებულ პენსიაზე, ყოველ წელს დაემატებათ 100 ლარი.
> შეიცვლება სოციალური დახმარების კრიტერიუმები და ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს დახმარებას.
> თანდათანობით, ეტაპობრივად დაიწყება ანაბრების გაცემა.


მიგრაცია და ემიგრაცია

> გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა და გაუქმდება ირანთან, არაბულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.
> გაუქმდება უცხოელებზე ბინადრობის გაცემის არსებული პირობები.
> აიკრძალება უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა.
> პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება ემიგრანტების დაბრუნების საბჭო.
> საქართველოს ყველა საელჩო გადაიქცევა ჩვენი ემიგრანტების მხარდამჭერ ცენტრებად.
> დაიწყება დაცლილი სოფლების აღდგენა და იქ დასახლებულები გათავისუფლდებიან გაზის, დენის, წყლის და მიწის გადასახადებისგან.


მეცნიერება, განათლება და ჯანდაცვა
> ყველა საფეხურის განათლება დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გერმანულ-ავსტრიული მოდელის მიხედვით.
> სასწავლებელებს დაუბრუნდებიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები.
> წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის ხარჯებს თავზე აიღებს სახელმწიფო.
> მკურნალობის სახსრების არქონის შემთხვევაში მკურნალობა, დიაგნოსტიკა, მედიკამენტების ჩათვლით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სადაზღვევო კომპანიების თანადაფინანსების გარეშე.


ეკონომიკა
> დამკვიდრდება სოციალური სამართლისა და თანასწორობის პოლიტიკა, სიმდიდრის თანაბარი განაწილებით.
> აქტიური მუშაობა გაიშლება მსოფლიოში, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალის ფართოდ გასაცნობად და ინვესტიციების მოსაზიდად.
> საშუალო და წვრილი ბიზნესი მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობილი და წახალისებული.
> დაწესდება სიმდიდრის გადასახადი, ფრანგული მოდელის შესაბამისად.
> აიკრძალება საბიუჯეტო სახსრებით 10 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტზე მეტი ღირებულების ავტოტრანსპორტის შესყიდვა (სპეცტექნიკის გარდა).
> გაუქმდება მიკროსაფინანსო ბანკები და საბანკო კრედიტის პროცენტი იქნება არაუმეტეს 5 პროცენტის.
>კაზინოები გადატანილი იქნება დედაქალაქიდან შორს და გაეზრდებათ გადასახადი.
> გაუქმდება მონოპოლიური მდგომარეობები;
> უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ანტიდემპინგური კანონმდებლობა და თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემო.
> გადაიხედება და მაქსიმალურად მინიმალურ ნიშნულამდე დავა ტარიფები ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, სასმელ და სარწყავ წყალზე.

სამართალი
> შეიქმნება ანტიკორუფციული საბჭო და 90-იანი წლებიდან, ანაბრებიდან დაწყებული, ყველა მითვისებული და წართმეული თეთრი იქნება გამოძიებული და სასამართლოს წესით დაბრუნებული.
> შეიქმნება უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ფონდი.
ჯარი, პოლიცია, სასამართლო
> უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი პოლიცია და პროკურატურა.
> ჩატარდება საფუძვლიანი რეფორმა სამართალდამცავი სტრუქტურებსა და სასამართლოში.
> ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი, ზედა ინსტანციაში მოწვეულები იქნებიან უცხოელი მოსამართლეები.
> ჯარში და პოლიციაში სამსახური იქნება საამაყო და დაფასებული. უზრუნველყოფილი იქნება მათი და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
> სამშობლოს დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდათა წმინდა მოვალეობაა. შესაბამისად, ჯარში სამსახური იქნება სავალდებულო.


გარემოს დაცვა
> საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება დიდი ჰესების და ატომური სადგურების მშენებლობა.
> აუცილებლობის შემთხვევაში, მცირე ჰიდროელექტროსადგურები აშენდება მხოლოდ რეგიონის მოსახლეობის თანხმობით, ევროპული სტანდარტებით.
> წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება მოხდება მხოლოდ ევროპული კანონდებლობის შესაბამისად; საბადოები დაუბრუნდება სახელმწიფოს და მხოლოდ მას ექნება მოპოვების უფლება. აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
> ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში მოყვანილი საწვავზე კონტროლი და ავტო-ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შესახებ კანონმდებლობა. ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ამუშავდება მოსახლეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო თანადაფინანსება.
> აიკრძალება ჭრა, სამასალე მერქნის მოპოვების მიზნით.
> მოხდება ტყეების და ურბანული გამწვანებული ტერიტორიების ხე-ნარგავების ინვენტარიზაცია და მერქნის ექსპორტის აკრძალვა.
> გაორმაგდება დაცული ტერიტორიების ფართობი.
> დაიწყება შეშის სხვა საწვავით ჩანაცვლების მხარდამჭერი სრულმასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.
> მწვანე ნარგავების მავნებლებთან ბრძოლა წარმოებული იქნება უსაფრთხო ეფექტური სახელმწიფო პროგრამებით (მათ შორის ბიოლოგიურით).


სოფლის მეურნეობა
> შეწყდება მიწების გაყიდვა უცხოელებზე.
> ყველა რესურსი იქნება გამოყენებული ქართული ხილის და პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გასახსნელად.
> გლეხისგან პროდუქციას შეისყიდის სახელმწიფო.
> ბუნებრივი სტიქიის დროს, გლეხებს ზარალი აუნაზღაურდებათ პრეზიდენტის, მთავრობის და მერების სპეც.ფონდებიდან.

შრომითი უფლებები და უსაფრთხოება
>შრომის კოდექსი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებთან.
>ყველა დარგს უნდა ჰყავდეს თავისი პროფკავშირები, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ხელისუფლებისთვის.
>უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს შრომის უსაფრთხოებას და დასაქმებულის უფლებებს.
>დასაქმებელი ვალდებულია შექმნას კონკრეტულად გაწერილი უსაფრთხო გარემო, რაც ასახული იქნება ხელშეკრულებაში, ყველა სხვა აუცილებელ მუხლებთან ერთად.
>უბედური შემთხვევის _ დაღუპვის, ან შრომუსუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, დასაქმებული ან, მისი ოჯახი უნდა იღებდეს ღირსეულ კომპენსაციას, ზიანის შესაბამისად და ესეც წინასწარ უნდა იყოს ჩადებული სამუშაო ხელშეკრულებაში


ახალგაზრდობა და დემოგრაფია
> პრეზიდენტის აპარატში შეიქმნება ახალგაზრდული საბჭო; ასეთივე საბჭოები შეიქმნება რეგიონალურ, მუნიციპალურ დონეებზე, რომელთა მიზანი იქნება: ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სამოქალაქო პროცესებში, არაფორმალური განათლების მიღება, სპორტული და შემეცნებითი, ასევე ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზება;
> ამოქმედდება ახალგაზრდობის დასაქმების ხელშემწყობი სპეციალური პროგრამები, როგორც გრძელვადიანი, ასევე, სეზონური დასაქმებისთვის.
> განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის და ანტი-ნარკოტიკულ საინფორმაციო კამპანიებს.
> დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თითოეული ბავშვის დაბადებისას, მთიან რეგიონებში გაიცემა 500, ბარში - 300 ლარი.


ჯანსაღი ცხოვრება და ნარკოპოლიტიკა
> ყველა ქალაქსა და სოფელში გაიხსნება გასართობი კლუბები, უფასო სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები.
> ნარკოტიკის წარმოება-რეალიზაცია მკაცრად დასჯადი იქნება.




















FaceBook Twitter Google
ვიდეოები