საარჩევნო პროგრამის
ძირითადი მიმართულებები
(2018 წ) პოლიტიკური რეფორმა
>ვადანდელი საპარლამენტო
არჩევნები
> დემოკრატიული, სამართლიანი გზით აირჩევა მრავალპარტიული
პარლამენტი.
> იქნება პროფესიონალი, ზნეობრივი, პატრიოტული ნიშნით
დაკომპლექტებული სახალხო კოალიციური მთავრობა.
> გატარდება საკონსტიტუციო ცვლილებები _ საქართველოს პრეზიდენტს
კვლავ აირჩევს ხალხი; გაფართოვდება პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები,
რათა ის იყოს ქვეყნის რეალური სახე და არა რომელიმე არაფორმალური,
კრიმინალური მმართველის პოლიტიკური მონა.
> მოხდება სრულიად პოლიტიკური ელიტის კორუფციული ლუსტრაცია.
> პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია. არცერთი მილიონერ-მილიარდელი
პოლიტიკაში, არცერთი პოლიტიკოსი ბიზნესში.
> აქტიურად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი და მუდმივად იქნება
ქართველთა გენოციდის მხილება საერთაშორისო ასპარეზზე.
> საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდება სოხუმი.
> კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ხაზთან, მოსახლეობის უსაფრთხოების
დასაცავად, ეფექტურად ამოქმედდება ყველა სახელმწიფო ბერკეტი.
> საქართველო გახდება რეგიონის კულტურული, საერთაშორისო,
პოლიტიკური და დიპლომატიური ცენტრი.
> მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან _ ამერიკის შეერთებულ შტატებთან
გაფორმდება ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, რაც უზრუნვლყოფს ჩვენს
უსაფრთხოებას და დააჩქარებს დეოკუპაციის პროცესს.
> შესრულდება ევროკავშირში გასაწევრიანებელად საჭირო აუცილებელი
მოთხოვნები, რაც დააჩქარებს ამ სტრუქტურაში ჩვენს მიღებას.
> ნატოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, ამ ეტაპზე არსებული
ფორმატით.
დემოკრატია და ადამიანის უფლებები
> ყველა რელიგიური, ეროვნული და სხვა უმცირესობა თანასწორია
კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც
უმრავლესობის.
> უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება და სამართლიანი
არჩევნები.
> მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარდება რეფერენდუმი, ან
პლებისციტი.
შრომის უფლებები, პენსია
> დაცული იქნება მოქალაქეთა სოციალური თანასწორობის პრინციპი.
> შეიქმნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი შრომის
კანონმდებლობა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.
>უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა დასაქმება , უმუშევრებზე
გაიცემა კომპენსაცია.
> მკაცრად იქნება დაცული დასაქმებულის უფლებები და შრომის
უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც მკაცრად გააკონტროლებს სპეციალური
ინსპექცია.
> პენსიონერებს, არსებულ პენსიაზე, ყოველ წელს დაემატებათ 100
ლარი.
> შეიცვლება სოციალური დახმარების კრიტერიუმები და ყველა
სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს დახმარებას.
> თანდათანობით, ეტაპობრივად დაიწყება ანაბრების გაცემა.
მიგრაცია და ემიგრაცია
> გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა და გაუქმდება ირანთან, არაბულ
ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.
> გაუქმდება უცხოელებზე ბინადრობის გაცემის არსებული პირობები.
> აიკრძალება უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა.
> პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება ემიგრანტების დაბრუნების
საბჭო.
> საქართველოს ყველა საელჩო გადაიქცევა ჩვენი ემიგრანტების
მხარდამჭერ ცენტრებად.
> დაიწყება დაცლილი სოფლების აღდგენა და იქ დასახლებულები
გათავისუფლდებიან გაზის, დენის, წყლის და მიწის გადასახადებისგან.
მეცნიერება, განათლება და ჯანდაცვა
> ყველა საფეხურის განათლება დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
გერმანულ-ავსტრიული მოდელის მიხედვით.
> სასწავლებელებს დაუბრუნდებიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები.
> წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის ხარჯებს თავზე
აიღებს სახელმწიფო.
> მკურნალობის სახსრების არქონის შემთხვევაში მკურნალობა,
დიაგნოსტიკა, მედიკამენტების ჩათვლით დაფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, სადაზღვევო კომპანიების თანადაფინანსების გარეშე.
ეკონომიკა
> დამკვიდრდება სოციალური სამართლისა და თანასწორობის პოლიტიკა,
სიმდიდრის თანაბარი განაწილებით.
> აქტიური მუშაობა გაიშლება მსოფლიოში, საქართველოს ისტორიული
მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალის ფართოდ გასაცნობად და
ინვესტიციების მოსაზიდად.
> საშუალო და წვრილი ბიზნესი მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობილი და
წახალისებული.
> დაწესდება სიმდიდრის გადასახადი, ფრანგული მოდელის
შესაბამისად.
> აიკრძალება საბიუჯეტო სახსრებით 10 000 ამერიკული დოლარის
ექვივალენტზე მეტი ღირებულების ავტოტრანსპორტის შესყიდვა
(სპეცტექნიკის გარდა).
> გაუქმდება მიკროსაფინანსო ბანკები და საბანკო კრედიტის პროცენტი
იქნება არაუმეტეს 5 პროცენტის.
>კაზინოები გადატანილი იქნება დედაქალაქიდან შორს და გაეზრდებათ
გადასახადი.
> გაუქმდება მონოპოლიური მდგომარეობები;
> უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ანტიდემპინგური კანონმდებლობა
და თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემო.
> გადაიხედება და მაქსიმალურად მინიმალურ ნიშნულამდე დავა ტარიფები
ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, სასმელ და სარწყავ წყალზე.
სამართალი
> შეიქმნება ანტიკორუფციული საბჭო და 90-იანი წლებიდან,
ანაბრებიდან დაწყებული, ყველა მითვისებული და წართმეული თეთრი იქნება
გამოძიებული და სასამართლოს წესით დაბრუნებული.
> შეიქმნება უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსთვის
დაბრუნების ფონდი.
ჯარი, პოლიცია, სასამართლო
> უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური
ზეწოლისგან თავისუფალი პოლიცია და პროკურატურა.
> ჩატარდება საფუძვლიანი რეფორმა სამართალდამცავი სტრუქტურებსა და
სასამართლოში.
> ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი, ზედა ინსტანციაში
მოწვეულები იქნებიან უცხოელი მოსამართლეები.
> ჯარში და პოლიციაში სამსახური იქნება საამაყო და დაფასებული.
უზრუნველყოფილი იქნება მათი და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
პირობები.
> სამშობლოს დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდათა წმინდა
მოვალეობაა. შესაბამისად, ჯარში სამსახური იქნება სავალდებულო.
გარემოს დაცვა
> საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება დიდი ჰესების და ატომური
სადგურების მშენებლობა.
> აუცილებლობის შემთხვევაში, მცირე ჰიდროელექტროსადგურები აშენდება
მხოლოდ რეგიონის მოსახლეობის თანხმობით, ევროპული სტანდარტებით.
> წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება მოხდება მხოლოდ ევროპული
კანონდებლობის შესაბამისად; საბადოები დაუბრუნდება სახელმწიფოს და
მხოლოდ მას ექნება მოპოვების უფლება. აღნიშნული საქმიანობიდან
მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას
და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
> ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში მოყვანილი საწვავზე
კონტროლი და ავტო-ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შესახებ
კანონმდებლობა. ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ამუშავდება
მოსახლეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო თანადაფინანსება.
> აიკრძალება ჭრა, სამასალე მერქნის მოპოვების მიზნით.
> მოხდება ტყეების და ურბანული გამწვანებული ტერიტორიების
ხე-ნარგავების ინვენტარიზაცია და მერქნის ექსპორტის აკრძალვა.
> გაორმაგდება დაცული ტერიტორიების ფართობი.
> დაიწყება შეშის სხვა საწვავით ჩანაცვლების მხარდამჭერი
სრულმასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.
> მწვანე ნარგავების მავნებლებთან ბრძოლა წარმოებული იქნება
უსაფრთხო ეფექტური სახელმწიფო პროგრამებით (მათ შორის
ბიოლოგიურით).
სოფლის მეურნეობა
> შეწყდება მიწების გაყიდვა უცხოელებზე.
> ყველა რესურსი იქნება გამოყენებული ქართული ხილის და
პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გასახსნელად.
> გლეხისგან პროდუქციას შეისყიდის სახელმწიფო.
> ბუნებრივი სტიქიის დროს, გლეხებს ზარალი აუნაზღაურდებათ
პრეზიდენტის, მთავრობის და მერების სპეც.ფონდებიდან.
შრომითი უფლებები და უსაფრთხოება
>შრომის კოდექსი
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო, ევროპულ
სტანდარტებთან.
>ყველა დარგს უნდა
ჰყავდეს თავისი პროფკავშირები, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება
ხელისუფლებისთვის.
>უნდა შეიქმნას შრომის
ინსპექცია, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს შრომის უსაფრთხოებას და
დასაქმებულის უფლებებს.
>დასაქმებელი ვალდებულია
შექმნას კონკრეტულად გაწერილი უსაფრთხო გარემო, რაც ასახული იქნება
ხელშეკრულებაში, ყველა სხვა აუცილებელ მუხლებთან ერთად.
>უბედური შემთხვევის _
დაღუპვის, ან შრომუსუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, დასაქმებული
ან, მისი ოჯახი უნდა იღებდეს ღირსეულ კომპენსაციას, ზიანის
შესაბამისად და ესეც წინასწარ უნდა იყოს ჩადებული სამუშაო
ხელშეკრულებაში
ახალგაზრდობა და დემოგრაფია
> პრეზიდენტის აპარატში შეიქმნება ახალგაზრდული საბჭო; ასეთივე
საბჭოები შეიქმნება რეგიონალურ, მუნიციპალურ დონეებზე, რომელთა მიზანი
იქნება: ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სამოქალაქო პროცესებში,
არაფორმალური განათლების მიღება, სპორტული და შემეცნებითი, ასევე
ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების
ორგანიზება;
> ამოქმედდება ახალგაზრდობის დასაქმების ხელშემწყობი სპეციალური
პროგრამები, როგორც გრძელვადიანი, ასევე, სეზონური
დასაქმებისთვის.
> განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის და
ანტი-ნარკოტიკულ საინფორმაციო კამპანიებს.
> დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თითოეული
ბავშვის დაბადებისას, მთიან რეგიონებში გაიცემა 500, ბარში - 300
ლარი.
ჯანსაღი ცხოვრება და ნარკოპოლიტიკა
> ყველა ქალაქსა და სოფელში გაიხსნება გასართობი კლუბები, უფასო
სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები.
> ნარკოტიკის წარმოება-რეალიზაცია მკაცრად დასჯადი იქნება.