პროგრამა
გარემოს დაცვა - ჰესები

ლეიბორისტული პარტიის ხედვა გარემოს დაცვაზე

  • დიდი ჰესების და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა!

  • საწვავის ხარისხის, ტექდათვალიერებისა და მშენებლობის ევროპული სტანდარტების დანერგვა!

  • სამთო-მომპოვებელი და სხვა საწარმოების, ისევე როგორც ნარჩენების პოლიგონების ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა!

  • ტყის განკერძოების აკრძალვა! მისი ინვენტარიზაცია და სრულფასოვანი მოვლა-პატრონობა!

  • ურბანული გამწვანებისა და დაცული ტერიტორიების ფართობის 50 %-ით გაზრდა!



  • საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება დიდი ჰესების და ატომური ელექტრო სადგურების მშენებლობა. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მცირე ჰიდროელექტროსადგურები აშენდება მხოლოდ ადგილბრივი მოსახლეობის საჭირობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის მოსახლეობის თანხმობით, შესაბამისი პლებისციტის ორგანიზებისა და მისი შედეგების სავალდებულოდ გათვალისწინების პირობითა და ევროპული სტანდარტების სრული გათვალისწინებით.

  • განხორციელებული იქნება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და ალტერნატიული (მზის, ქარის და სხვა) ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი პროგრამები. მათ შორის, მოსახლეობის მიერ, ამგვარი ინდივიდუალური სისტმებისა და მასალების შეძენისა და მონტაჟის მხარდაჭერა საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით გაცემის გზით.

  • ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განხორციელდება საწვავის კონტროლისა და ავტო-ტრანსპორტის ტექ-დათვალიერების სათანადო ნორმების დაწესება და კონტროლი. ამ უკანაკნელისათვის ამუშავდება მოსახლეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო თანადაფინანსებისა და ეკონომიკური წახალისების პროგრამები. დაინერგება სამშენებლო სამუშაოებისას მტვრის წარმოქმნის შემზღუდავი თანამედროვე ნორმები და მკაცრად გაკონტროლდება მათი შესრულება.

  • ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დამაბინძურებელ საწარმოებთან მიმართებაში შედგენილი იქნება დროში მკაცრად გაწერილი (არაუმეტეს 1 საპარლამენტო ვადისა) პროგრამა, მათი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

  • განხორციელდება ურბანული გამწვანებული ტერიტორიების საზღვრების დადგენა და ხე-ნარგავების ინვენტარიზაცია და ჯანმრთელი ინდივიდების ჭრის სრული აკრძალვა, მშენებლი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება გამწვანებული ტერიტორიების მიერ დაკავებული ფართობის სულ მცირე 50 %-ით გაზრდისათვის საჭირო სამუშაოები.

  • ტყე იქნება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, მოხდება მისი სრული ინვენტარიზაცია და აიკრძალება მისი ჭრა სამასალე მერქნის მოპოვების მიზნით. ხელი შეეწყობა საშეშე მერქნის მისაღებად ახალი სატყეო მეურნეობების გაშენებას, ასევე ალტერნატიული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას. მწვანე ნარგავების მავნებლებთან და ტყის ხანძრებთან ბრძოლა წარმოებული იქნება უსაფრთხო ეფექტური სახელმწიფო პროგრამებით (მათ შორის ბიოლოგიურით). შეძენილ იქნება სახანძრო და სამაშველო ვერტმფრენები, ასევე სხვა სათანადო აღჭურვილობა.

  • შეიქმნება ახალი რეკრეაციული ზონები და დაცული ტერიტორიები, მათ შორის სვანეთისა და რაჭის ეროვნული პარკები, ისე რომ ჯამში მათი საერთო ფართობი სულ მცირე 50 %-ით გაიზარდოს !
    დაცული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსასყიდლო მონახულების უფლების დაკანონება, საქართველოს მოქალაქეთათვის.

FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86