პროგრამა
საარჩევნო პროგრამა  2020
23.10.2020



"მომავალი შენია"


ძირითადი მიმართულებები


სოციალურად დაცული მოქალაქე
  • თითეულ მოქალაქეზე გაიცემა 1000 ლარი, კოვიდ პანდემიის დროს მიღებული ზარალის საკომპენსაციოდ;
  • პენსია გახდება 400 ლარი; მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის საპენსიო ასაკი იქნება თანაბარი_ 60 წელი;
  • მრავალშვილიან ოჯახებს, თითეულ ბავშვზე შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით;
  • საჯარო სკოლებში ბავშვებისათვის დაწესდება ერთჯერადი უფასო კვება;
  • სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მოსწავლეზე გაიცემა პერსონალური კომპიუტერი;
  • სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლებას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო;
  • სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს დავაბრუნებთ სასწავლებლებში;
  • 500 ლარით განისაზღვრება მინიმალური ხელფასი;
  • მშრომელებისათვის დავაწესებთ ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების შემწეობა გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს;
  • სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე და აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე დაწესდება დაბალი, ზღვრული ფასები.

ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული
  • საქართველოს მოქალაქისათვის, საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევები, გადაუდებელი ოპერაცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია და მედიკამენტები სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
  • საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკები, მოქალაქეთა უფასო მომსახურებისათვის;
  • სამედიცინო პერსონალს კვალიფიკაციის შესაბამისად, დაენიშნებათ ღირსეული ანაზღაურება;
  • სამედიცინო სფეროში (მედიკამენტების წარმოება, შემოტანა, დისტრიბუცია, დაზღვევა) აიკრძალება მონოპოლიური საქმიანობა; წამლებზე ფასები განახევრდება.

ძლიერი ეკონომიკა - დასაქმებული მოქალაქე
  • შევქმნით ეფექტურ სახელმწიფო მექანიზმებს მცირე და საშუალო ბიზნესის ასაღორძინებლად და მონოპოლიების გასაკონტროლებლად.
  • მცირე მეწარმეობა სრულად განთავისუფლდება სახელმწიფო მოსაკრებლისაგან, ხოლო საშულო სიმძლავრის ბიზნესს გაუნახევრდება გადასახადები.
  • მცირე მეწარმე, რომელიც შექმნის მინიმუმ 10 ახალ სამუშაო ადგილს, 5 წლით განთავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
  • ეროვნული წარმოების განვითარებაზე გაიცემა უპროცენტო კრედიტები;
  • სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს;
  • ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური საქმიანობა; საპროცენტო განაკვეთი სესხებზე არ იქნება 4-5% მეტი;
  • განვავითარებთ სოფლის მეურნეობას. თითეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება აგრარული ცენტრები, რომლებიც დაბალ ფასებში უზრუნველყოფს ფერმერების და გლეხების მომსახურებას (ხვნა-ფარცხვა, კულტივაცია, სასუქები, პროდუქციის გადაზიდვა);
  • განსაკუთრებულად მხარდაჭერილი იქნება ბიო და კოოპერაციული მეურნეობები;
  • მაღალმთიან რეგიონებში წარმოება სრულად განთავისუფლდება გადასახადებისაგან;
  • სახელმწიფო, პროტექციონიზმის გზით, დაიცავს შიდა სამომხმარებლო ბაზარს მონოპოლისტი იმპორტიორებისგან. პროდუქციის შემოტანაზე, რომელიც იწარმოება საქართველოში, დაწესდება მაღალი გადასახადები;
  • სახელმწიფო სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორობით, ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში;
  • შეიქმნება 300 000 დამატებითი სამუშაო ადგილი;
  • კაზინოებს გავიტანთ ქალაქგარეთ; მკაცრად შეიზღუდება ოლაინ აზარტული თამაშები;
  • მკაცრად შევზღუდავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ ესპანსიონისტურ გადმოსახლებას ქვეყანაში;
  • ოლიგარქების მიერ მიტაცებული ეროვნული სიმდიდრე და სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები დაუბრუნდება სახელმწიფოს და შემოსავლები (5 მილიარდი წელიწადში) სამართლიანად გადანაწილდება ხალხზე.

გარემოს დაცვა - მდგრადი განვითარება
  • გარემოს დაცვა წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების უპირველეს საწინდარს, რომელიც ასევე, მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების საფუძველია, ამიტომაც ის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია;
  • ავკრძალავთ დიდი ჰესების და ატომური სადგურების მშენებლობას. მცირე ჰესები აშენდება მხოლოდ ევროპული სტანდარტებით და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით;
  • მნიშვნელოვნად გავზრდით მზის, ქარის და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროების, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • გავზრდით და შევინარჩუნებთ დაცულ ტერიტორიებისა და რეკრეაციული ზონებს;
  • მაქსიმალურად შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას სამშენებლო და სამრეწველო სამუშაოების, ასევე საწვავის ხარისხის მკაცრი კონტროლის მეშვეობით;
  • დავაწესებთ სამშენებლო მასალების, მედიკამენტების, სათამაშოების და სხვა ნაწარმის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს.

ქვეყნის დეოკუპაცია და უსაფრთხოება
  • ქართველი ხალხის მიმართ განხორციელებული ისტორიული და მიმდინარე გენოციდი აღიარებული უნდა იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რაც მომავალში გამორიცხავს ამდაგვარ ქმედებებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის დეოკუპაციას (მაგალითები ისრაელი და სომხეთი);
  • სოხუმი უნდა გამოცხადეს ქვეყნის კონსტიტუციურ დედაქალაქად (თბილისს მუდმივად ექნება ეს სტატუსი), ხოლო ცხინვალი _ საპარლამენტო ქალაქად, რათა მსოფლიოს მუდმივად ახსოვდეს, რომ ქვეყნის განუყოფელი რეგიონებია ოკუპირებული;
  • შეიარაღებული ძალები კვლავ განთავსდება ოკუპაციის ხაზთან, რათა აღიკვეთოს ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცება-დატყვევება;
  • საქართველოში განლაგდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს დონეზე უსაფრთხოებას, ყოველი ავადმოსურნე მეზობლის მხრიდან.

სამართლიანობის დამკვიდრება
  • ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის, მართმსაჯულების და მართლწესრიგის განხორციელებისათვის, გატარდება სწრაფი და ეფექტური პოლიტიკა;
  • მოსამართლეებს და პოლიციის უფროსებს ადგილებზე აირჩევს მოსახლეობა;
  • სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას მიუკერძოებლობის, კვალიფიკაციისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების პრინციპით, დაამტკიცებს პარლამენტი, ოპოზიციის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის აუცილებელი თანხმობით;
  • გაუქმდება სხვადასხვა უწყებებში არსებული საგამოძიებო სტრუქტურები; შეიქმნება ერთიანი - ეროვნული საგამოძიებო ბიურო;
  • პროკურატურა გახდება სასამართლო სისტემის ნაწილი; მისი უფლებამოსილება იქნება სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქცია;
  • გაუქმდება სუსი. კონტრდაზვერვა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად;
  • პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს ოლიგარქის და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და მასალებს რეაგირებისათვის გადასცემს სამართალდამცავ სტრუქტურებს.

სახელმწიფო პოლიტიკური რეფორმები
  • განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საქართველოს პრეზიდენტს, პირდაპირი არჩევის წესით, კვლავ მოსახლეობა აირჩევს;
  • მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს ხალხი, გამოკითხვის (პლებისციტის) მეშვეობით.


თქვენი თავგანწირული ბრძოლით და მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ოპოზიციის გაერთიანება,  საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა; მოვიპოვეთ სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა და შევქმენით ყველა წინაპირობა პუტინისტური ოლიგარქიის შესაცვლელად.


მომავალი შენია!
სრულად
მცირე ბიზნესი
16.10.2020

მცირე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან
სრულად