პარტიის ისტორია
პარტიის ისტორია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ჩამოყალიბდა 1996 წელს და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წესდების შესაბამისად. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროპაზე ორიენტირებული ძლიერი, ქართული, დემოკრატიული, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ჰარმონიული განვითარების საშუალება.
პარტიის სამოქმედო პრიორიტეტებს მიეკუთვნება: მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან; ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები; ეროვნულ-სოციალური ეკონომიკის განვითარება; საშუალო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა; სახელმწიფოში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების დაცვა; ბრძოლა ფინანსური ოლიგარქიისა და კორუფციის წინააღმდეგ; ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეებისა და დარგების დაცვა უკანონო პრივატიზაციისაგან და მოტყუებულ მეანაბრეთა მხარდაჭერა; სიღარიბის დონისა და უმუშევრობის დაძლევა; ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა; თავისუფალი, დემოკრატიული საარჩევნო ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ეკოლოგია; მართლმსაჯულების რეფორმა არჩევითობის გზით და დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერება; გაწონასწორებული საერთაშორისო ურთიერთობები.
პარტია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია ეროვნულ-სოციალისტური და იმავდროულად ინტერნაციონალური პოლიტიკური ძალაა, რომლის მიზანია სოციალური ეკონომიკური პიროვნული და დემოკრატიული თანასწორობის დამყარება ქვეყანაში მჩაგვრელი, გაბატონებული ფენის ხელისუფლებიდან და ეკონომიკიდან ჩამოცილების გზით. საერთაშორისო ჭრილში ლეიბორისტული პარტა ენათესავება ევროპულ დემოკრატიას და იზიარებს მსოფლიო სოციალისტური ინტერნაციონალის პრიციპებს.
ჩვენ ვართ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესთა გამომხატველი და მათი კეთიდღეობისათვის მებრძოლი პარტია, რაც უკვე მეორე ათეული წელია მტკიცდება ბრძოლის ბარიკადებზე. ალბათ, დედამიწაზე ვერავინ დაგვისახელებს მეორე პოლიტიკურ ძალას, რომელიც დევნაშია, არ ყოფილა ხელისუფლებაში და მაინც შეძლო ხალხისთვის გაეკეთებინა ამდენი რამ. ყველას ახსოვს როგორ მივაღწიეთ ონკო-დაავადებათა მკურნალობას სახელმწიფოდან დაფინანსებას. ამას მოჰყვა მართლაც ისტორიული მიღწევა ჩვენი ხალხისა და მომავალი თაობისათვის. ლეიბორისტული პარტიის სარჩელით 2000 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გაუუქმა სააკაშვილ-შევარდნაძის მიერ უკვე მიღებული კანონი ფასიან საშუალო განათლებაზე და ეს დღემდე უფასოა, რითაც გადარჩა თაობა სრულ სიბნელეს და უწიგნურობას იმავე პერიოდში ჩვენ მივაღწიეთ თბილისში უფასო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების აღდგენას, არ დავუშვით საბავშვო ბაგა-ბაღების დახურვა ათი-ათასობით სკოლას და ბაღის პედაგოგთა დათხოვნა შემცირება. გადავარჩინთ 20 000 ექიმი სამსახურიდან გაყრას. შევაჩერეთ სავადმყოფოების ობიექტების
პრივატიზაცია. შევაჩერეთ არაგვის თბილისის წყლის გაყიდვა, კორპუსებზე წყლის მრიცხველების დაყენება, ჩვენი მასობრივი ბრძოლით ხელისუფლებას უარი ვათქმევინეთ მოვაჭრეებისათვის კოლექტიური მრიცხველების სავალდებულო დადგმაზე. უდიდესო მიღწევა იყო 2002 წლის 30 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში "ეი-იე-ს" თელასის წინააღმდეგ პროცესის მოგება, რასაც შედეგად მოყვა სამ წელზე მეტი ხნის მანძილზე დენის ტარიფის შემცირება 11 თეთრამდე თბილისში და 7 თეთრამდე რეგიონებში, ამით მოსახლეობას ჯიბეში დარჩა 800 მლნ ლარი. პარტია არსებულ პოლიტიკურ სპექტთში მკვეთრად გამოირჩევა რომ იგი არასოდეს არ ყოფილა რომელიმე ხელისუფალის ნავში, არ მიუღია მონაწილეობა კანონიერი ხელისუფლების დამხობაშიი ისევე როგორც, გაჩაღებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში, ასევე არასოდეს გამოუყენებია ძალადობა ხელისუფლებაში მოსასვლელად და არ დაურქმევია ამისთვის დემოკრატიული ვარდების რევოლუცია.
1999 წლის საპარლამენტი არჩვენებში ლეიბორისტულმა პარტიამ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი. თუმცა მაშინდელმა ხელისფუფლებამ შევარდნაძის რეჟიმმა და მისმა მოქალაქეთა კავშირმა პარტია არ შეუშვა პარლამენტში.
Mმიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ყველა ინსტანციაში გაასაჩივრა აღნიშნული უკანონო ფაქტი, ხელისუფლებამ მაინ ცარ დაუშვა გამარჯვებული ოპოზიციური პარტიის შეშევება პარლამენტში. პარლამენტში არ შეშვებული პარტია აქტიურად განაგრძობდა ბრძოლას მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.
1999 წლიდან დღემდე პარტია აქტირად იბრძვის ყველა იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ.
2002 წლის 4 აგვისტოს ლეობორისტულ პარტიას თავს დაესხა ნაც.მოძრაობის დაჯგუფება. დარბეულ იქნა ოფისი. სასტიკად სცემეს პარტიის წევრებს, ამ ფაქტის შედეგად, შალვა ნათელაშვილის მძღოლი, რომელმაც დარბევის დროს თავის არეში მიიჭო სერიოზული ტრამვა, ერთ თვეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე პერიოდში გამთენიისას პარტიის ოფისთან ისროლეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რის შედეგადაც ჩამოილეწა ოფისის ფანჯრები, საბედნიეროდ იმ დროისათვის ოფისში არავინ იმყოფებოდა.
2003 წლის ნოემბერში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნებში სადაც შევარდნაძის, აბაშიძის, სააკაშვილის, ჟვანიას, ბურჯანაძის მიერ მასობრივი გაყალბების მიუხედავად ლეიბორისტულ პარტიას მაინც დაეწერა 12,5 პროცენტი ხმებისა. პარლამენტში გავიდა პარტიის 20 კაციანი ფრაქცია, მათ შორის კინორეჟისორი, გოდერძი ჩოხელი. მსახოიბი რევაზ ჩხიკვიშვილი, პარტიის ლიდერები. პარტიას ჰქონდა უდიდესი გეგმები, რითაც აუცილებლად ჩაიშლებოდა სააკაშვილის დაჯგუფების დანაშაულებრივი ზრახვები, მათაც არ ეძინათ და აი ვარდების რევოლუციის დამთავრებისთანავე 2003 წლის 27 ნოემბერს სააკაშვილმა უმაღლეს სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება პარლამენტის პარტიული ნაწილის დათხოვნის შეასხებ. სწორედ იმ ნაწილისა, სადაც წარმოდგენილი იყო ლეიბორისტული პარტია. 2003 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, მოაწყო ანტიკონტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება და უკანონოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. ამასთან კონტიტუციის უმძიმესი დარღვევით დაითხოვა ახლადარჩეული 6 პარტიისაგან შემდგარი პარლამენტის მხოლოდ პარტიული ნაცილი. ჩაატარა რა უკანონო ხელმეორე არჩევნები, რითაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული დიქტატურა.
ყველაფერი ამის მიუხედავად 2004 წლის 28 მარტს ლეიბორისტულმა პარტიამ კვლავ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი, მაგრამ კვლავ ავაზაკური (თუმცა, ავაზაკებაც აქვთ ზოგჯერ მორალი) წესით მესამედ არ იქნა დაშვებული პარლამენტში, აი, უკვე რამდენი წელია ველოდებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენს აპელაციაზე, როგორც საზოგადოებას ახსოვს გასული წლის 4 სექტემბერს სტრასბურგში ღია სასამართლო სხდომაზე გარეთ ჩვენი მხარდამჭერების მიტინგის ფონზე განხილულ იქნა პარტიის აპელაცია. ვნახოთ იქნებ ევროპულმა სამართალმა მაინც ჭამოს პური, რადგან ჩვენი სამარათალი სააკაშვილის სტომაქშია მოქცეული.
წლების მანძილზე ფაქტობრივ რეპრესიებს დაექვემდებარა პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის რიგითი წევრები, მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის აღკვეთილია სამსახურის დაწყების შესაძლებლობა, განსაკუთრებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში, აღარაფერს ვამბობთ ბიზნესის წარმოებაზე, ათეულ ათასობით პარტიის წევრი ემიგრირებული იქნა უცხოეთში და იქ მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი.
აღარ ჩამოვთვლით თაცდასხმის მცდელობებს პარტიის თავმჯდომარეზე და პარტიის აქტიურ წევრებზე, რამაც უკვე კანონზომიერი და ლეგალური ხასიათი მიიღო,

2005 წლის 10 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დღეს, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე ლეიბორისტულმა პარტიამ შეძლო შეეკრიბა 10 ათასი ადამიანი, დროშებით და მოწოდებით  "ძირს სააკაშვილის დიქტატურა". "გადადგეს დიქტატორი". მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ ნაცმოძრაობის აქტივისტები, ბუშის აფრენამდე მიტინგი არ დაშლილა.
2006 წლის გაზაფხულიდან ლეიბორისტულმა პარტიამ მოახერხა აეგორებინა მრავალათასიანი მიტინგები პარლამენტისა და კანცელარიის წინ საკასო აპარატების გაუქმების მოთხოვნით. ამ მიტინგების ძირითადი ბირთვი იყო ჩვენი საშუალო და წვრილი ბიზნესმენები, ეს მოთხოვნა ბოლის გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში, მიტინგს შემოუერთდა პოლიტიკური სპექტრი და დაგვირგვინდა მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
2008 წლის 21 მაისს მიუხედავად ტოტალური გაყალბების, პარტიამ გადალახა ბარიერი, თუმცა ლეიბორისტული პარტია არ შევიდა პარლამენტში, ვინაიდამ პარლამენტი არ იყო კანონიერი და ლეგიტიმური. Pპარტიამ ისევ გააგრძელება უკომპრომისო ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ.
დღესაც ხელისუფლებაში ოლიგარქ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, ლეიბორისტული პარტია არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა და ისევ აგრძელებს ბრძოლას არადემოკრატიული ხელისუფლების წინააღმედგ.




| ბეჭდვა |