ახალი ამბები
საქართველოს მთავარი ენერგომფლანგველი ბიძინა ივანიშვილია!
გლდანის ბიტკოინების ქარხანასთან აქცია- პერფონანსით აღნიშნეს ,,დედამიწის საათის" დღე ლეიბორისტებმა. „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით
,,საქართველოს მთავარი ენერგოვამპირ - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან "დედამიწის საათის" გლობალურ კამპანიაში მონაწილეობა სრული ფარსია, რადგან თავადაა ქვეყნის უმსხვილესი ენერგომფლანგველი. სწორედ მისი ბიტკოინების საწარმოები, თითქმის ნახევარ ფასად იღებენ კოლოსალური რაოდენობის ენერგიას და მისი უკიდეგანო სურვილების გამო, იგი მთელი ქვეყნის ჰესებით დატბორვა-განადგურებას აპირებს! ამასთანავე, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ენერგოეფექტურობის გაზრდის მხრივ, არც მშენებლობის და არც სხვა სფეროებში, რადგან თავად ივანიშვილ-კალაძეს აქვთ ენერგეტიკული კომპანიები რაც მეტ ენერგიას გაასაღებენ ჩვენზე, ის უფრო მეტი მომგებიანია" !
| ბეჭდვა |