ახალი ამბები
,,ჯავახეთსა და ჩვენს სომხებს ჩვენ მივხედავთ! თქვენ სომხეთში მცხოვრებ სომეხ ხალხს მიხედეთ!"
შალვა ნათელაშვილი, ჯავახეთსა და იქ მაცხოვრებელ სომეხ ხალხზე ,,მზრუნველ" ,,სომეხ მეგობრებს " მოუწოდებს, სომხეთში მცხოვრებ სომხებს მიხედონ და ჯავახეთზე ზრუნვას თავი დაანებონ.
აღნიშნული განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინფზე გააკეთა.
,,ალიევის მიერ დავით გარეჯის ოკუპაციის პარალელურად, გამოცოხლ ჩემსნენ მეზობელი სომხეთის ანტიქართული ძალები, რისი დასტურიცაა ამ დღეებში ჩატარებული ე.წ. ტელემარათონი ერევანსა და კალიფორნიაში, ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე .
ძალიან კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობა სომხური კულტურულ- ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,კრუნკ"- ით დაიწყო და ბაგრამიანის ბატალიონით დამთავრდა.
მივმართავ სომეხ მეგობრებს! მიხედეთ სომეხ ხალხს სომხეთში, რომელიც ოლიგარქიის და კრემლის უღელქვეშ იტანჯება და სადაც შემონახულია საბჭოთა კავშირი. ჯავახეთსა და ჩვენს სომხებს ჩვენ მივხედავთ!"
| ბეჭდვა |