ახალი ამბები
ოლიგარქს სისხლი აქვს დაღვრილი და ის აუცილებლად დამარცხდება ამ ბრძოლაში - გიორგი გუგავა
ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, ამათი დანაშაული არის სამშობლოს სიყვარული - "ლეიბორისტული პარტია" 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეების დაპატიმრებას ეხმაურება, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი.

გიორგი გუგავა აცხადებს, რომ დაკავებულებს არანაირი სამართლებრივი ბრალი არ მიუძღვით და მათი დანაშაული მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია.

„მე დარწმუნებული ვარ, ისინი მალე გამოვლენ და მათი საქმე იქნება ერთ-ერთი მონაკვეთი დღევანდელი ხელისუფლების გასამართლებისას. ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებში. ის ცდილობს, ეს მოძრაობა გადაიყვანოს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებაში. საკითხის ასეთი წარმოჩენა იმ მოსახლეობის შეურაცხყოფაა, რომლებიც აქციაზე დგანან. ეს არის მოსახლეობისა და ხელისუფლების დაპირისპირება. ოლიგარქს სისხლი აქვს დაღვრილი და ის აუცილებლად დამარცხდება ამ ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დათანხმდეს მომიტინგეთა მოთხოვნებს, გადააყენოს გახარია. ის ასევე ითხოვს, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
| ბეჭდვა |