ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილმა თალაკვაძეს, ოხანაშვილსა და თადუმაძეს „გავრილოვი-თვალთხარიას“ სახელობის სამარცხვინო დიპლომები გადასცა და ისინი პოლიციელთა მიერ აქციების მონაწილეთა დასახიჩრების ხელშეწყობაში დაადანაშაულა !


დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსით, მისი ავტორობით მომზადებული, აქციების დაშლისათვის გამიზნული, სახიფათო ტყვიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ფარულად განხილვა და მის მიღებაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა გააპროტესტა ! სწორედ ამის გამო, მან იმპროვიზირებული - „გავრილოვ-თვალთხარიას“ სამარცხვინო დიპლომები გადასცა არჩილ თალაკვაძესა და ანრი ოხანაშვილს. ანალოგიური დიპლომით დაჯილდოებულად ასევე გამოცხადდა შალვა თადუმაძეც , მაკო გომურის, ასევე სხვა თვალდაკარგული და დასახიჩრებული აქციის მონაწილეთათვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭების გამო!
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით: ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა და მთავარი პროკურატურა ამზადებს საფუძველს, ახალი „გავრილოვის ღამეების“ მოსაწყობად და კვლავ ხიფათის ქვეშ ტოვებს მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლე ! სწორედ ამას ადასტურებს პარლამენტის მიერ ჩემს მიერ მომზადებული „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმ კანონპროექტის ფარულად, ჩემი, როგორც ავტორის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე განხილვა და მის მიღებაზე ყოვლად დაუსაბუთებლად უარის თქმა. ამავე მიზანს ემსახურება მთავარი პროკურატურის მიერ, მაკო გომურისა და გავრილოვის ღამის სხვა დასახიჩრებულ მონაწილეთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.
ლაშა ჩხარტიშვილმა, დღეს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა მის მიერ მომზადებული კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ კანონიდან სახიფათო ტყვიების გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ჩანაწერის ამოღების თაობაზე და ამჯერად მისი, სრულფასოვნად საჯაროდ განხილვა მოითხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების მიღების შედეგად, მომავალში ერთის მხრივ დაცული იქნება მომიტინგეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორეს მხრივ პოლიციას მრავალი, მართლაც არალეტალური და არადამასახიჩრებელი სპეციალური საშუალება დარჩება.
| ბეჭდვა |