ახალი ამბები
სირიაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას

,,სოლიდარობა ქურთ ხალხს!“ ,,შეწყვიტოს თურქეთმა აგრესია!“ ქართულ და ინგლიუსრ ენაზე დაწერილი ამ სლოგანებით გამართეს ლეიბორისტებმა აქცია დღეს თურქეთის საელჩოსთან და თურქეთის ხელისუფლებისგან ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს. ,,მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივობლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში“ _ განაცხდა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, აქციაზე, რომელსაც თბილისელი ქურთების წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ მიმართვა სვეტიცხოვლობის მილოცვით დაიწყო.
შალვა ნათელაშვილი:
_ გილოცავთ უფლის კვართობას, მცხეთობა-სვეტიცხოვლობას!
დღეს ალბათ ყველაზე ქრისტიანული საქმე იქნება სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ქურთ ძმებს და დებს რომლებიც ამ წუთშიც იბომბებიან თურქულ ავიაციის მიერ, სირიის ტერიტორიაზე; იბომბება მათი მშვიდობიანი სოფლები და ქალაქები, იხოცება სამოქალაქო მოსახლეობა. მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივობლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამმარცხებაში.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონფლიქტიდან და იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და თუ მოხდება ისე, რომ დაკავებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომელთა დიდი ნაწილი ჩრდილო კავკასიიდანაა, იქნებიან განთავისუფლებულები, მათი გზა სწორედ საქართველოს გავლით იქნება, საბოლოო წერტილამდე. ჩვენ გვახსოვს ჩატაევის დაკავების ოპერაცია თბილისში, როდესაც ლამის ნახევარი თბილისი ცეცხლმა მოიცვა. ამდენად, ის რაც ხდება სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით, პირდაპირ ხება საქართველოს უსაფრთხოებას და უშიშროებას.
ძალიან არასასიამოვნოდ განვითარდა მოვლენები. მცდარი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რამაც პირდაპირ მისცა პროვოცირება თურქეთს, დაეწყო სამხედრო მოქმედებები და კარგია, რომ აშშ-ს ორივე პარტია, რესპუბლიკელები და დემოკრატები ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდნენ და თურქეთზე უკვე მუშავდება შესაბამისი სანქციების კანონპროექტი და ამას ჩვენ მხარს ვუჭერთ.
რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ისიც რომ ამ მდგომარეობამ გააძლიერა რუსეთის პოზიციები სირიაში, აიძულა ქურთები გამოეცხადებინათ ზავი სირიის ხელმძღვანელობის მიმართ, რუსების შუამავლობით და პრაქტიკულად გამოვიდა ისე, რომ რუსეთმა ყველაზე მეტი მოიგო ამ კონფლიქტით, იმ რუსეთმა, რომელიც ჩვენი ოკუპანტია. ამ მხრივა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
არ მინდა გავაკეთო შორს მიმავალი პროგნოზები, მაგრამ ქურთი ხალხის ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ქურთი ხალხის გამარჯვებით. შეუძლებელია 50 მლნ ხალხი გააჩერო რომ არ იბრძოლონ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, დაცული იყოს ყველა ერის, ეროვნების და ეთნიკური ჯგუფის ინტერესები. ჩვენ გვაქვს ძველი ურთიერთობა ჩვენს მოძმე იეზიდებთან, ქურთებთან, რომელიც უძველესი ცივილიზაციის ერია და რომელიც ღირსია იყოს თავისუფალი და არ იმსახურებს რომ მათ მშვიდობიან სოფლებს და ქალაქებს ბომბავდნენ.
ყურადღებას მივაქცევ იმ ფაქტორსაც, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენი ეკონომიური პარტნიორია და ისედაც ჩამოშლილი ქართული სახელმწიფოს ფინანსური სიმყარე ბევრადაა დამოკიდებული თურქულ ლირაზე, ეკონომიკაზე. თუ იქ წავიდა პროცესები ცუდი მიმართულებით და გადაიზარდა მასშტაბურ ომში, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქართულ ლარზე, ჩვენს ისედაც ჩამოშლილ ეკონომიკაზე და ადამიანებზე, რომლებიც თურქეთში ლუკმა-პურის ფულოს შოულობენ, ანუ ეს პროცესები ჩვენ ძალიან გვეხება.
დიდი იმედი მაქვს, პირველ რიგში ღმერთის და შემდეგ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების, რომ ეს სისხლისღრა შეწყდება და რეგიონი მშვიდობიანი განვითარების პროცესს დაუბრუნდება.
აქ გვესწრებიან თბილისელი ქურთების წარმომადგენლები და ვარწმუნებ მათ რომ ჩვენ მათ გვერდზე ვიქნებით ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
| ბეჭდვა |