ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ტერმინალი კონტეინერებითაა გადატვირთული, ავტომანქანების იმპორტიორები კი თვეობით ელოდებიან რიგს. მამუკა ხორავას განცხადებით ეს მას საფუძვლიან ეჭვის საბაბს აძლევს იმის თაობაზე, რომ მდგომარეობა ხელოვნურადაა შექმნილი და ამით ფოთის პორტი სარგებელს ხედავს, რადგანაც კონტეინერების ტერმინალზე დაყოვნებისას ავტომანქანების იმპორტიორებს გარკვეული ჯარიმებისა და გადასახადების გადახდა უწევთ. ჩვენ დავუკავშირდით ფოთის საზღვაო ნავსადგურს და მათ პოზიციას აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| ბეჭდვა |