ახალი ამბები
უწიგნური წიგნებში... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები


ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ,,იმედში“ გასული ინტერვიუ შეაფასა და პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლო სცენარზე ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილი:
,,წუხელ ქვეყნიერებამ კიდევ ერთხელ იხილა გაკოტრებული, არაადექვატური, წონასწორობა დაკარგული დიქტატორის ე.წ. გამოსვლა, საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ ერთადერთი დასკვნა: ამ ხელისუფლებას წასვლის გარდა არაფერი უშველის, მათგან არაფერი გამოვა. მათ ერთადერთი რამ შეუძლიათ_ პროპორციული არჩევნები და კარის გახურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისული პროცესი ვითარდება კატასტროფული მიმართულებით, რის გამოც ჩვენ იძულებულები გავხდებით ვიფიქროთ დროებითი ალტერნატიული მთავრობის შექმნისა და პროპორციული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, რისთვისაც შემდგომ, მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას. სასურველია საქმე აქამდე არ მივიდეს და საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, პირველ რიგში დიქტატორმა უნდა გამოიბერტყოს ყურები. გადაწყვეტილებების მისაღებად დარჩა ძალიან მოკლე პერიოდი. მერე აქეთ რომ დაიწყებს ხვეწნას _ პროპორციული არჩევნებით გამიშვით და მეტი არაფერი მინდაო, შეიძლება გვიანი იყოს.
გუშინ ვიხილეთ უწიგნური წიგნებში, რომელსაც ცინიზმის უმაღლესი კოეფიცინი ახასიათებს. დაპირებული 150 ფაბრიკა-ქარხნის ნაცვლად, გუშინ უკვე საზღვარგარეთ სამუშაო ადგილების შოვნას შეგვპირდა. ასევე, ურცხვად განაცხდა, რომ მხოლოდ ერთი დაპირება მოგატყუეთ, მხოლოდ პროპორციულში ,,გადადაგაგდეთ“ სხვა ყველაფერი შევასრულეთო. სიმდვილეში ის ყველაფერო რომ არ შეასრულა და გადაგვაგდო, ამიტომ გახდა იძულებული მერე პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე დაპირება გაეცა.
იქამდე მივიდა, რომ გვითხრა 20 ივნისი ღამეს პოლიციამ შესანიშნავად იმუშავა და დაშალა აქციაო. თვალები დათხარეს ახალგაზრდენს, სოისხლში აბანავეს, დათვების საწინააღმდეგო ტყვიები გამოიყნეს და თურმე პოლიციას კარგად უმუშავია. რაც ჩვენი თავლით ვნახეთ, იმასაც გვატყუებს.
თქვენ ყველა ნაციონალები ხართო. იცით რა მინდა ვუთხრა ამ ბატონს? დღეს, ყველა - „ლეიბორისტიც“, „ნაციონალიც“, „ევროპელიც“, „კონსერვატორიც“, პროამერიკელიც, პრორუსიც და ა.შ. ითხოვს შენს წათრევას ხელისუფლებიდან. შეგიძლია, ამ ყველას დაუძახო „ნაციონალი“, „ლეიბორისტი“, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება, უნდა წახვიდე! ამას ითხოვს ყველა და არ გიშველის ჯაყოს მეთოდიკა, ყველას რომ კონტრრევოლუციას უწოდებდა და ბოლოს მაინც არ აცდა გაკულაკება, წაართვეს ყველაფერი, რადგან „რაც არ გერგება არ შეგერგება“. ასევე არ შეგერგება ის, რაც არ გერგებოდა და მიიღე სიცრუით და ჩვენი ხალხის გამოყენებით.
| ბეჭდვა |