ახალი ამბები
,,იმიტომ ვიკრიბებით, რომ ეს უბედურება მალე დამთავრდეს საქართველოში" _ შალვა ნათელაშვილი


ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი, პიკეტი, აქციები და სამომავლო გეგმები - ოპოზიციამ კონსულტაციები განაახლა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ.

გარდა ამისა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ლუკა სირაძის ოჯახს. ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი პიკეტირებები, სწორედ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო არ გამართა.

"ჩვენი საერთო ტრაგედია, ჭირისუფალია მთელი საქართველო და დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა, მომვალია თაობა, მათი უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე იყოს დაცული ყველანაირი საერთაშორისო საშუალებებით. სწორედ ამიტომ იკრიბება აქ პოლიტიკური სპექტრი და სწორედ ამ გზებზე ვმსჯელობთ, რომ ძალიან მალე დასრულდეს ასეთი შავი დღეები ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |