ახალი ამბები
„მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას"- ლაშა ჩხარტიშვილი

„მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას, შს მინისტრის მოადგილე ცაციაშვილის დაკავებას და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების დაწყებას, რისთვისაც წარმოვადგენთ 8 პუნქტიან გეგმას!“
გაეცანით ლაშა ჩხარტიშვილის მიერ, დღეს, ლუკა სირაძის სიცოცხლის მოსპობის საქმესთან დაკავშირებით გამართული, საგანგებო ბრიფინგის მედია რელიზს...„ივანიშვილის რეჟიმი კვლავ აგრძელებს ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების მფარველობას და ამით საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს ! სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, როცა ამ დრომდე გამომოძიებელი მარიანა ჩოლოიანის გარდა არავინაა დაკავებული!
ნათქვამიდან გამომდინარე, საიმისოდ რომ დაისაჯონ ლუკას სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავეები და გადარჩენ სხვა ბავშვები და ზრდასრულები, მოვითხოვთ:
1. დაკავებულ იქნას ლუკა სირაძეზე ზეწოლაში დამნაშავე ყველა პოლიციელი;
2. მარიანა ჩოლოიანს წაეყენოს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის მიხედვით;
3. უახლოეს სამ დღეში დაკითხულ იქნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი;
4. გადაყენებულ იქნას შს მინისტრი გომელაური.“
ჩხარტიშვილის განცხადებით, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ძირეული რეფორმის განხორციელების დაუყონებლივ დაწყება, რისთვისაც მან მის მიერ მომზადებული 8 პუნქტიანი გეგმა წარადგინა:
,, ჩვენ ამ გეგმის განხორციელება აუცილებლად მიგვაჩნია უახლოესი 2 თვის ვადაში:
1. შსს-ს დეცენტრალიზაცია და მუნიციპალური პოლიციის შექმნა, ხელმძღვანელთა პირდაპირი წესით არჩევითობის წესის დამკვიდრება;
2. სამართალდამცავთათვის ბრალის წაყენებისა და საქმის სრულად გამოძიების უფლებამოსილების სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისათვის გადაცემა !
3. შსს-ს საზოგადოებრივი მონიტორინგის პირდაპირი წესით არჩევითი საბჭოს შექმნა;
4. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერებით სავალდებულო აღჭურვა, დაკითხვის პროცესის სავალდებულო ვიდეო-აუდიო ჩაწერის უზურნველყოფა;
5. არასრულწლოვანთა დაკითხვისას ადვოკატისა და ფსიქოლოგის დასწრების სავალდებულო წესის შემოღება;
6. ძალოვანთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა შემთხვევაში, მათთვის უფლებამოსილების ავტომატურად შეჩერება’ გამოძიების დასრულებამდე;
7. ძალოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების მაქსიმალური ვადის განსაზღვრა;
8. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა შემსწავლელი დროებითი უწყებათაშორისი კომისიისა და ერთიანი რეესტრის შექმნა. აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის სრული ჩართულობის უზრუნველყოფა.“
| ბეჭდვა |