ახალი ამბები
ახალგორის მოსახლეობა პუტინს მძევლად ჰყავს აყვანილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაეროს, ევროკავშირს და ამერიკის მთავრობას მიმართავს, დაუწესონ სანქციები რუსეთს, ცხინვალის სეპარატისტულ მთავრობას და ახალგორში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობას.
შალვა ნათელაშვილი:
_ წინასაახლწლოდ, სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა ოკუპირებული ახალგორის რაიონში. მოსახლეობა აყვანილია მძევლად, ტყვედ. მიდის გენოციდის არნახული ტემპები. ხალხს არ აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო დახმარება, დატოვოს ეს ტერიტორია, მიიღოს პენსია, კომპენსაცია, სოციალური დახმარება, განათლება და ეს ყველაფერი ხდება ეთნიკური ნიშნით, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამ ყველაფერზე პასუხს პირადად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგებს.
მივმართავ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეთ შექმნილი კატასტროფული ვითარება, დააწესეთ სანქციები რუსეთის სახელწმიფოზე. მივმართავ ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, დააწესეთ სასწრაფოდ სანქციები სეპარატისტ თვითმარქვია ბიბილოვსა და მის ადმინისტრაციაზე, აგრეთვე რეგიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძღვანელებისა და გენერალიტეტ-ოფიცრების მიმართ, რათა ისინი ვერ გაცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ. სხვა შემთხვევაში, მოსახლეობას ემუქრება ფიზკური მოსპობა, გენოციდი და ეს იქნება უკვე მთელი მსოფლიო საზოგადოების სინდისზე, რომელიც ამას მშვიდად უყურებს. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოღალატეა და კრემლის ფილიალია, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას უდრტვინველად უყუროს იმ უბედურებას, რაც ჩვენს თავს ხდება და ეს ყველაფერი დაიწყო, სექტემბრიდან, როდესაც სეპარატისტულმა რეჟიმმა, უფრო ზუსტად, რუსმა ოკუპანტებმა ჩაკეტეს ოძისთან, ახალგორის დამაკავშირებელი მაგისტრალი დანარჩენ საქართველოსთან. შედეგად, დაიღუპა ხალხი, ვინაიდან ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. რაიონში არის სურსათის დეფიციტი და კვების პრობლემა, ვისაც შეეძლო გამოიქცევა, რაღაცნაირი გზებით გამოიქცა და მათ დატოვებულ სახლებში უკვე ასახლებენ სეპარატისტებსა და ჩრდილო კავკასიიდამ გადმოსახლებულ ელემენტებს, მიდის ქსნის ხეობის, ჩვენი მიწა-წყალის, ჩვენი სიამაყის გაწმენდა ყოვლგვარი ქართულისგან და მიზეზად დასახელებულია წნელისში პოსტი, რომელიც გაიხსნა და რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მთლიანად ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და ახალგორიც არის საქართველოს გული და ყველა პარაზიტი, რომელიც შემომძვრალი და გადმომძვრალია საქართველოს მთავარი ქედიდან, თუ გვირაბის გამოვლით, ადრე, თუ გვიან, აუცილებლად დაბრუნდება იქ, საიდანაც მოეთრნენ, მაგრამ სანამ იქ დაბრუნდებიან, უნდა შევინარჩუნოთ იქ ხალხი, ქართველობა, რომელთა გარეშედაც იქ საქართველო არ იქნება და ამ ფონზე ხელისუფლება დაკავებულია მილანიდან სიმახინჯეების გადმოტანით და ნაძვის ხედ გასაღებით, ძვირადღირებული სკამების და ჯიპების ყიდვით, ავსტრალიიდან სავარძლების ჩამოტანით და ამასობაში შიმშილით გვეხოცება თვითონ წეროვანში ჩამოყვანილი ახალგორიდან დევნილები და არის შიმშილი და უკუნი წეროვნიდამ ქსნის ბოლომდე, ისევე როგორც მთელ საქართველოში.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას. ხშირად ხელისუფლებები თავისი ქვეყნის მტრები არიან. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს საქართველოს გაწმენდა. ეს თავის დროზე ვერ შეძლი ნიკიტატა ხრუშოვმა, რომელსაც 60-იან წლენში უნდოდა ჩვენი გასახლება შუა აზიაში და ნიკიტა ხრუშოვის ორეული, მისი ლანდი, სული დღეს მოგვევლინა ბიძინა ივანიშვილად და დაიწყო ქართველებისგან საქართველოს გაწმენდა.
საუბარია რუსეთის ფედერაციისთვის საქაქრთველოს ოკუპაციისთვის სანქციების დაწესებაზე. ჩვენგან განსხვავებით, უკრაინის ხელისუფლებმა იბრძოლა და ყირიმის და დონეცკის ოკუპაციისთვის, რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და ყველ ეუბნება, როცა გაათავისუფლებთ ყირიმს დონეცკსა და ლუგანსკს მერე მოგიხსნისთ სანქციებსო, საქართველოს რომ გაათავისუფლებთ _ ეს პირობა არსად არაა დაწერილი და ამიტომ ბედავენ ამდენს.
ხელისუფლების მოქმედებებით მივიდა საქმე აქამდე. ეს უსახო ზალკანიანი ახლა უნდა იჯდეს გაეროს შენობის შესასვლეთან მაინც, დადგმული ჰქონდეს კარავი და ყველამ უნდა აგებინებდეს, რომ აქ ხდება კატასტროფა; პრემიერი გასული უნდა იყოს ბრიუსელში, სტრასბურგში, მთელ ევროპაში და უნდა იხვეწებოდეს, გვიშველეთ ხალხს გვხოცავენო, მაგრამ ესენი კაბინტებს და საბანკო ანგარიშებს ვერ ცილდებიან.
| ბეჭდვა |