ახალი ამბები
,,გაბედეს" წევრებმა სასამართლოში ,,ოცნების" დროშა გათელეს

მოძრაობა ,,გაბედეს" წევრებმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სასამართლოს შესასვლელთან ,,ქართული ოცნების" დროშა დაფინეს და ზედ გადაიარეს.

გიორგი გუგავას თქმით, ეს იყო ახალგაზრდების პროტესტი და იმის სიმბოლო, თუ როგორ გათელავს ხალხი არჩევნებზე ,,ქართულ ოცნებას".

დღეს "გაბედეს" 5 აქტივისტის სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "გაბედემ" 2019 წლის 22 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "დაბოქლომება", შემდეგ კი ზებრაზე ინტენსიური სიარულით გზის გადაკეტვა სცადა, რის გამოც ისინი დააკავეს. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

წყარო: https://report.ge
| ბეჭდვა |